მთავარი » 2010 » აგვისტო » 20
ერისი
136199 ერისი (Eris) (დროებითი სახელები: ოფიციალური — 2003 UB313, არაოფიციალური — ქსენა, ზენა (Xena) და ლილა (Lilah)) — ჯუჯა პლანეტა, 2005 ნეპტუნსიქითა ობიექტი, რომელიც, თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც თავისმხრივ 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა). პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი ნასამ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ეს ობიექტი მზის სისტემის ერისი მეათე პლანეტად გამოაცხადეს 2005 წლის იანვარში, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა
 პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


მაკემაკე (Makemake)
მაკემაკე (Makemake) — სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში, კოიპერის სარტყლის ორ უდიდეს ობიექტთაგანი. მისი დიამეტრი დაახ. პლუტონის დიამეტრის ორი-მესამედია. მაკემაკეს თანამგზავრები არ ჰყავს, განსხვავებით კოიპერის სარტყლის სხვა უდიდეს ობიექტთაგან. მისი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა −243 °C (დაახ. 30 °K) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზედაპირი დაფარულია მეთანისა და ეთანის ყინულით. ეს ობიექტი აღმოაჩინეს 2005 წლის 29 ივლისს სანტასა და ერიდასთან ერთად.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ურანი (პლანეტა)
ურანი (ლათ. Uranus) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:avtooO


სატურნი (პლანეტა)
სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:avtooO


იუპიტერი (პლანეტა)
იუპიტერი - მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:avtooO


ცერერა (პლანეტა)
ცერერა Цере́ра (1 Ceres) —ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა. ცარერა აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ 1801 წლის იანვარს. ეს არის ყველაზე მასიური სხეული. დიდი ხნის განმავლობაში ცერერა ითვლებოდა სრულყოფილ პლანეტად, თუმცა შემდგომ მოხდა მისი კლასიფიკაცია როგორც ასტეროიდის, ხოლო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 2006 წლის 24 აგვისტოს XXVI საკ-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ცერერა ჩაითვალა ჯუჯა პლანეტად.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:avtooO


მარსი (პლანეტა)
მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:avtooO


მზე
მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები - პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე (ფოტონები საჭიროა ფოტოსინთეზის საწყისი ეეტაპისთვის). მზე შედგება წყალბადისგან (მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 % [3]) და სხვა ელემნტებისგან - რკინისგან, ნიკელისგან, აზოტისგან, გოგირდისგან, ნიკელისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, მაგნიუმისგან, ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან.[4]. სპექტრალური კლასიფიკაციით მზე მიეკუთვნება G2V ტიპს («ყვითელი ჯუჯა»). მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C (5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile