|
საბჭოთა
ეპოქის კრემლის სამზარეულოში მწვადის სუნი ხშირად ტრიალებდა, დღეს კი
კრემლის შეფ-მზარეულები ბოსტნეულისა და სუფ-პიურეების დამზადებაზე
გადავიდნენ. ქვეყნის პირველი პირების გურმანულ მისწრაფებებზე კრემლის
შეფ-მზარეულმა ანატოლი გალკინმა დეტალურად ისაუბრა.
გალკინს
გემრიელი კერძების მომზადების ნიჭი შთამომავლობით გადმოსცემია. თურმე მისი
ბებია თვით სტალინის მზარეული ყოფილა, რომელსაც ქართულთან ერთად, რუსული
სამზარეულოც ჰყვარებია. "როგორც ბებია ამბობდა, სტალინი თავად ცოტას
ჭამდა, მაგრამ გარშემომყოფების მადასა და გემოვნებას უყურადღებოდ არასდროს
ტოვებდა", - იხსენებს გალკინი.
|