მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » tvini
1:24 PM
tvini
ტვინის ელექტროსტიმულაცია მეხსიერებას 110%-ით გაგიუმჯობესებთ

2010 წლის 18 August

ცოტა ხნის წინათ ავსტრალიელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ ტვინის ელექტროსტიმულაციას მხედველობითი მეხსიერების 110%-ზე მეტით გაუმჯობესება შეუძლია.

სტიმულაციის გარკვეული მეთოდები ადამიანში საოცარი უნარების “გახსნას” უწყობს ხელს. მაგალითისათვის, ტვინის ცალკეულ ზონებზე ზემოქმედებას მეხსიერების, აღქმის გაუმჯობესება შეუძლიათ იმ ადამიანებში, რომლებიც აუტიზმით არიან დაავადებულნი.

ექსპერიმენტის განმავლობაში 36 მოხალისეს სხვადასხვა ფერისა და ზომის სლაიდებს უჩვენებდნენ. შემდეგ კვლევის მონაწილეებს 5 სატესტო სლაიდს უჩვენებდნენ, რომელთაგან ზოგიერთი წინა სერიიდან იყო აღებული. ადამიანს უნდა განესაზღვრა, რომელი სლაიდი იყო წინა სერიიდან და რომელი – არა.

ექსპერიმენტის მომდევნო ეტაპზე მონაწილეთა ჯგუფს თავზე ელექტროდების მასივს აცმევდნენ, რომელიც მიკროპოლარიზაციის მეთოდით ტვინის ელექტრო იმპულსებით სტიმულირებას ახდენს (transcranial direct current stimulation). მოცემულ შემთხვევაში სტიმულირება საფეთქლის მარჯვენა წილზე (მარცხენას აქტივობას ახშობდნენ) ხდებოდა. მოხალისეთა მეორე ჯგუფს, პირიქით, საფეთქლის მარცხენა წილს უაქტიურებდნენ.

ექსპერიმენტის შედეგები საოცარია – პირველი ჯგუფის მონაწილეთა მაჩვენებლების გაუმჯობესება 110%-ით მოხდა.

საფეთქლის წინა მარჯვენაც და მარცხენაც წილი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დამახსოვრებაში. მაგალითისათვის, მარცხენა “კონტექსტზეა” პასუხისმგებელი, მარჯვენა კი – ვიზუალურ მეხსიერებაზე.



ნანახია: 1131 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar