მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » Dell
1:21 PM
Dell
Dell კიდევ სასამართლოს ცეცხლის ალშია გახვეული

2010 წლის 18 August

როგორც ჩანს, Dell-ის დეფექტური კომპიუტერების გარშემო ატეხილი სკანდალი, რომლებიც თითქოსდა რამოდენიმე წლის წინათ იყიდებოდა, ახალი ძალით ჩაღდება. მორიგი ბრალდება კომპანიის მიმართ Advanced Internet Technologies-მა წარმოადგინა, რომელმაც 2003-2005 წლებში Dell-ის ქმედებების გამო იზარალა.

«ჩვენ დოკუმენტური მტკიცებულებები გაგვაჩნია იმის შესახებ, რომ Dell შემოსავლის გაზრდის მიზნით 2003-დან 2005 წლამდე კომპიუტერების წარმოებისას უხარისხო დეტალები გამოიყენა, რამაც პროდუქციის მუშაობისას მასობრივი პრობლემები გამოიწვია», – აცხადებენ AIT-ის წარმომადგენლები. კომპანიის სარჩელში ორი ათასზე მეტი კომპიუტერია აღნიშნული სერიიდან OptiPlex. AIT Dell-ის დილერი იყო და ამ რაოდენობის პოტენციურად დეფექტური კომპიუტერების რეალიზება მოასწრო. მოსარჩელის იურისტების თქმით, კომპანიამ დაახლოებით 16 მლნ დოლარი დაკარგა შეწყვეტილი კონტრაქტების გამო და დაახლოებით 22 მლნ უშუალოდ მოცემულ მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

Dell-ის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით კომენტარზე და მხოლოდ მოკლედ განაცხადეს, რომ კომპანია საკუთარი ინტერესების დაცვას კანონის ფარგლებში აპირებს.



ნანახია: 1171 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar