მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » მუზეუმში დავით აღმაშენებლის ავტოგრაფს მიაკვლიეს
10:45 PM
მუზეუმში დავით აღმაშენებლის ავტოგრაფს მიაკვლიეს



თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში დავით აღმაშენებლის დღემდე უცნობ ავტოგრაფს მიაკვლიეს.ჰოპ.გე ცნობილი ქართველი ქართველოლოგის, აკადემიკოს ნიკო მარის არქივის დამუშავებისას აღმოჩნდა ფოტო, რომელზეც ორი ხელნაწერის გვერდია აღბეჭდილი, ერთ-ერთ მათგანზე ორსტრიქონიანი დღემდე უცნობი მხედრული მინაწერით. მეცნიერთა ვარაუდით, ხელწერა დავით აღმაშენებლისას ჰგავდა. მინაწერი პროფესორ ვალერი სილოგავას მიერ გამოცემულ ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფებთან იქნა შედარებული და აღმოჩნდა, რომ ხელწერა ნამდვილად მეფე დავით IV-ს ეკუთვნის.ჰოპ.გე პალეოგრაფმა, პროფესორმა ვალერი სილოგავამ აღნიშნული ორი სტროფი ამოიკითხა და მანვე საბოლოოდ დაადგინა, რომ მინაწერი დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფია. აღმოჩენა საყურადღებოა რამდენიმე გარემოების გამო. დავით აღმაშენებლის ხელით დაწერილი სტრიქონები საქართველოში მხოლოდ ფოტოასლების სახით მოიპოვება. შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემულ მეფის 1124 წლის ანდერძი მისივე ხელით დაწერილი პირველი და ბოლო სტრიქონებით 1923 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწვა და ისინი მხოლოდ ალექსანდრე როინაშვილის ფოტონეგატივზეა შემორჩენილი.ჰოპ.გე მეფის მეორე ავტოგრაფი ეგვიპტეში, სინას მთის წმიდა ეკატერინეს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ხელნაწერის 265-ე გვერდზეა წარმოდგენილი და მეცნიერებისთვის ცნობილია. ამდენად, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტო განსაკუთრებულ ეროვნულ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული ხელნაწერისა და მეფის ავტოგრაფის არსებობა დღემდე უცნობი იყო. არაა გამორიცხული, რომ 1902 წელს გადაღებული ხელნაწერების ის გვერდები, სადაც მეფის ავტოგრაფია, დღეს დაკარგული იყოს, რადგან სინას მთაზე არაერთგზის მოწყობილი ექსპედიციის ანგარიშებში იგი არა ჩანს. ამ შემთხვევაში ფოტო ორიგინალის მნიშვნელობას იძენს. უახლოეს მომავალში პროფესორ ვალერი სილოგავას ხელმძღვანელობით და კომპანია „ჯეოსელის" დაფინანსებით. სინას მთაზე მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყობა, ხოლო ახლო მომავალში დავით აღმაშენებლის ავტოგრაფი გამოქვეყნდება.ჰოპ.გე თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დავით აღმაშენებლის ახლადაღმოჩენილი ავტოგრაფის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნიკო მარის არქივი კომპანია „ჯეოსელის\" დაფინანსებით მუზეუმმა გასულ წელს შეიძინა. კოლექცია 50 ფოტოს შეიცავს და 1902 წელს სინას მთაზე ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგებს ასახავს. ეს ფოტოკოლექცია არასდროს გამოქვეყნებულა.








კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1341 | დაამატა: allfile | ტეგები: muzeumi, davit agmashenebeli, daviT aRmaSenebeli, davit aghmashenebeli, მუზეუმი, Dato, daviti, Museum, დავით აღმაშენებელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar