მთავარი » 2010 » ნოემბერი » 21 » საქართველო, ლისაბონი და ნატოს ღია კარიბჭე
9:04 PM
საქართველო, ლისაბონი და ნატოს ღია კარიბჭე



ლისაბონის სამიტის მთავარი თემა, როგორც იცით ავღანეთ ერაყის საკითხის განხილვაა, რაც  ჩვეთვისაც არ არის აქტუალობას მოკლებული. მეტიც, შესაძლოა მოცემულ შემთხვევაში, გარკვეული თვალსაზრისით ბევრ ევროპულ ქვეყნებზე დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის გააჩნდეს მიმდინარე სამიტს, რადგან საერთაშორისო მისიები სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც ყველაზე მეტად გვაახლოვებს ევრო–ატლანტიკურ სივრცესთან.

ის, რომ საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ბევრი ქვეყნისთვის ჩვენი ნატოში ინტეგრაციის ამოსავალ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ მისიებს ქართველი ჯარისკაცები ეწირებიან, განსაკუთრებით იმ დროს, როდეცას საქმე გვაქვს მცირერიცხოვან და საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანასთან, მაგრამ იმედი, რომ თავგანწირვა ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს აუცილებლად უნდა გვაძლევდეს ნუგეშის საშუალებას.

საქართველოს  ესაჭიროება განვითარება და წინსვლა, სხვა ალტერნატივა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამ პროცესს თან რთული გზა ახლავს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. უპირველესი ბარიერი ჩვენი ჩრდილო მეზობელია, რუსეთი ძალ–ღონეს არ იშურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე გავლენა მოიპოვოს. დასავლური ორიენტაცია კი  რუსეთის თავსატეხია, რომლის შეჩერებაც ჩრდილო მეზობელს დროთა განმავლობაში სულ უფრო უჭირს. გარდა რუსული წნეხისა, შიდა მენტალური პრობლემებიც უხვად გაგვაჩნია, რომელიც ძირითადად მაინც საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგია. კარგია, როდესაც ლისაბონის სამიტიდან დაიმედებულნი მოვდივართ, მაგრამ კონკრეტული დრო, როდის შევაბიჯებთ პარტნიორი ქვეყნების მიერ გაღებულ  ნატოს კარიბჭეში, ჩვენთვის უცნობია.

ლისაბონის სამიტის ერთ–ერთი საკითხი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაა, რომლის მცდელობაც ობამას ადმინისტრაციას გასულ წელსაც ჰქონდა. თუმცა შედეგი ისეთივე ფორმალური აღმოჩნდა, როგორიც სიმბოლური ღილაკი, რომელიც ჰილარი კლინტონმა და სერგეი ლავროვმა პირობიოთად გადატვირთვის ღილაკად მონათლეს. თეთრი სახლის ოფიაციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ამერიკა არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დათბობას საკუთარი პოზიციებისა და ინტერესების ხარჯზე. ეს განცხადება საქართველოს გარანტიას აძლევს ყოველგვარი შეზღუდვების გარაშე, თავისუფლად განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები და მიუახლოვდეს იმ სანატრელ ეტაპს, როდესაც მზად იქნება თამამად შეაბიჯოს ნატოს კარიბჭეში. ლისაბონში გამართულ ნატოს სამიტსა და ობამა სააკაშვილის შეხვედრას  ჩვენი ქვეყნისთვის დადებითად აფასებენ, ქართველი, უცხოელი და რუსი ექსპერტები. ამერიკამ უამრავი რესურსი ჩადო საქართველოში და საკუთარ პოზიოციას არ შეიცვლის ამ ქვეყამნასთან მიმართებაში. ის, რომ ნატო და ევროსტრუქტურები საქართველოსთვის  ისტორიული მნიშვნელობის თემებია, ეს იმ მოლოდინებიდანაც კარგად ჩანს, რომელსაც ქართულ საზოგადოებას ლისაბონის სამიტი აძლევს. არ შეიძლება ნატო მოვიაზროთ ჩვენს პარტნიორად მხოლოდ სამხედრო სფეროშო. აქ მთავარი ეკონომიკური სტაბილიზაციაა. დაცულ და მშვიდობიან გარემმოში, რაც ალიანსმა უნდა უზრუნველყოს, ცხოვრების დონე მკვეთრად  აიწევს, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება და ამგვარად ეკონომიკაც ამოისუნთქებს. თუმცე ეს მომავლის პერსპექტივაა, ამ ეტაპზე კი აუცილებელია დემოკრატიზაციის გაღრმავება, პოზიტიური რეფორმები და დასავლური ორიენტაციის გაღრმავებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯები.

 

გიორგი ედიშერაშვილი

Reuters - GeoNews.Ge









კატეგორია: ანალიტიკა | ნანახია: 1467 | დაამატა: allfile | ტეგები: lisaboni, analitika, enews.ge, inews.ge, Lisabon, geonews.ge, news.ge | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar