მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10
3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ტაშკენტიდან
5-6 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ოლეგ იაძის გაწვრთნილი გუნდიდან დავით სვიმონიშვილი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) და ლევან წიკლაური (82 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო მინდია ბოდაველმა (90 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ალ პაჩინო ახალ თრილერში მონაწილეობისთვის ემზადება
ალ პაჩინო, სიუზან სარანდონი და ევა გრინი ახალ თრილერში, „არბიტრაჟი" მიიღებენ მონაწილეობას, იუწყება Variety. ფილმის სიუჟეტი აგებულია ერთ–ერთი ფონდის ხელმძღვანელის ირგვლივ, რომლის როლსაც ალ პაჩინო განასახიერებს და რომელიც მანამდე ცდილობს თავის კომპანიის ბანკისთვის მიყიდვას, სანამ კომპანიაში განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების შესახებ, საჯაროდ გახდება ცნობილი.
სამსახურეობრივი პრობლემების გარდა, მთავარი გმირი ცოლსა (სარანდონი) და საყვარელს (გრინი) შორის იხლიჩება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


კინოთეატრ "რუსთაველში" რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
კინოთეატრ "რუსთაველში" დღეს კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი საღამო და ფილმის "მაცხოვრის საფლავთან დანთებული სანთელი" ჩვენება გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გაერთიანებული ახალგაზრდების" ლიდერების გიორგი გოგორიშვილმა და გიორგი ხუროშვილის განცხადებით, რეზო ჩხეიძის ფილმის შექმნისა და ნახვის სურვილი ბევრ ახალგაზრდას აქვს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Scarface [ ნაიარევი სახე] [Лицо со шрамом] [ქართულად] [1983]
იფნორმაცია ფილმზე:
დასახელება:
Scarface / ნაიარევი სახე / Лицо со шрамом
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი / დრამა
ხარისხი: DVDRip
ფორმატი: VOB
ენა: ქართული
რეჟისორი: ბრაიან დე პალმა
როლებში: ალ პაჩინო, სტივენ ბაუერი, მიშელ ფაიფერი, მერი ელიზაბეტ მასტრანტონიო

მოკლე შინაარსი ფილმზე:
1980 წლის გაზაფხულზე, პორტი - მერიელ ჰარბორი გაიხსნა და ათასობით კუბელი ლტოლვილი გაემართა შეერთებული შტატებისაკენ, თავისი ამერიკული ოცნების საძებნელად. ერთერთმა მათგანმა ის მაიამის მზიან ქუჩებში იპოვნა. სიმდიდრემ და ძალაუფლებამ მის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებასაც გადააჭარბა. ტონი მონტანა ერთერთი ყველაზე დაუნდობელი განქსტერი იყო კინოს ისტორიაში...




by:allfile


Motorola-მ პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, შემოსავლის ზრდა უჩვენა
ამერიკულმა კომპანია Motorola-მ, 2006 წლის მიწურულიდან დღემდე, პირველად უჩვენა შემოსავლების ზრდა. Motorola-მ მესამე კვარტალში  $5,8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი 6%-ით მეტია გასული წლის შედეგებთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი $5,4 მლრდ-ს არ აღემატებოდა.
სუფთა მოგება  ცხრაჯერ გაიზარდა- $12 მლნ-დან (გასულ წელს) $109 მლნ-მდე (მიმდინარე წელს).

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


EXCLUSIVE - OnlineNews.Ge: დიმიტრი შაშკინი - გამოცდებს ყველა მეთორმეტე კლასელი ჩააბარებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ პროტესტს  უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც დიმიტრი შაშკინმა onlinenews.ge-ის ექსკლუზიურად განუცხადა, 2010-2011 სასწავლო წლის დასასრულს საატესტატო გამოცდები  საქართველოს ყველა სკოლაში ჩატარდება და ეს  გარდაუვალი პროცესია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


Method Man - Biography
სახელოვანი ჯონი ბლეიზის იგივე მეთოდ მენის იგივე „რკინის ფილტვის" და კიდევ ბევრი ბევრი სახელის მატარებელის ბოლო ალბომი, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოვიდა, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რომელსაც Source–ის მონაცემებით რატომღაც არც თუ ისე კარგათ ყიდულობენ, მოკლედ Wu Tang–ის ოჯახის კიდევ
ერთი სოლო პროდუქტი Tical 0.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სისტემა Google ?! ...
დააკომენტარეთ თქვენი აზრი !!!



by:allfile


ikafet / iprikolet / prikolebi / iumori / sakaifo / magaria
ძალიან მაგარს იკაიფებთ - ჩასაბჟირებელი ვიდეოების ნაკრები უყურეთ სრულიადშივე...



by:allfile


ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებელი სასტუმროების პროექტები დღეს დამტკიცდება
ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებელი სასტუმროების პროექტები დღეს დამტკიცდება და ინვესტორები გამოვლინდებიან. სასტუმროების ასაშენებლად სამთავრობო კომისიაში 52 განაცხადი შევიდა. ქართული კომპანიების გარდა, საკუთარი პროექტები ირანულმა, სომხურმა, რუსულმა ბელორუსულმა და ესტონურმა კომპანიებმა წარადგინეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ვერა ქობალია დიდ ბრიტანეთში იმყოფება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ვერა ქობალია გაეროსთან არსებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ეთიმიუს მიტროპოლუსს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ქართულ საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები და სომალიში მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მესაზღვრეების საკითხები განიხილეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს
10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით,  ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი. მეცნიერებმა მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაატარეს, აწარმოეს კვლევა და სხვა პრაქტიკული სამუშაოები. დღესვე, პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის 23-ე საჯარო სკოლას ახალი ლაბორატორია გადასცა. ახალგაზრდა მეცნიერმა ბიოლოგმა ეკა ბაკურაძემ  კი ახლადმოწყობილ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ლაბორატორიაში  მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა.
სამინისტრო მოზარდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს - წარმატებით მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი. თანამედროვე ხელსაწყოები და აპარატურა  მოსწავლეებს ეხმარება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლირებულად სწავლაში. მოზარდები ატარებენ ცდებს, აწარმოებენ კვლევას და სხვა პრაქტიკულ სამუშაოებს. სწავლების პროცესში პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებსაც.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile