მთავარი » 2010 » ნოემბერი » 14 » კადიროვი საქართველოს კვლავ ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
10:49 PM
კადიროვი საქართველოს კვლავ ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს


რამზან კადიროვი საქართველოს კვლავ ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, რესპუბლიკაში ქართული პასპორტის მქონე მებრძოლს ეძებენ.
განცხადება ამის შესახებ კადიროვმა დღეს ჟურნალისტებთან შეხევდრაზე გააკეთა. მისი თქმით, ეჭვმიტანილს რამდენიმე სახის დანაშაული, მათ შორის მკვლელობაც ედება ბრალი.
კადიროვის ცნობით, მებრძოლი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ჩეჩნური ენა იცის და რუსეთის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნიდან შევიდა.
”ეს ვითარება ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რადგან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან ჩვენთან ხალხი შემოდის, რომლებიც რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.”-- განაცხადა კადიროვმა.
































კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1275 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar