მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13 » მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 12 ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
8:40 PM
მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 12 ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი



საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის თვისუფალ ტურისტულ ზონაში 12 ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიაზე 20 ახალი სასტუმრო აშენდება, მთავრობის გადაწყვეტილებით კი, სასტუმროები მთელი რიგი გადასახადებისგან გათავისუფლდება.
"ქობულეთის ტურისტულ ზონაში არსებული მიწა ინვესტორებს უფასოდ გადეცათ, რაც ბიზნესის ხელშეწყობას ნიშნავს. უახლოეს პერიოდში აქ შემოვიყვანთ წყალს და გაზს, ასევე, დავაგებთ თანამედროვე გზას, რაც ტურისტს საშუალებას მისცემს, ბათუმამდე მაქსიმალურად მოკლე დროში, 15 წუთში ჩავიდეს. ეს ტერიტორია რეალურად ბათუმის ნაწილია",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის თავისუფალი ტურისრული ზონის გახსნისას.
პრეზიდენტის თქმით, ახალი სასტუმროების მშენებლობაზე ათასი ადამიანი დასაქმდება. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დასრულების და ამოქმედების შემდეგ კი, სასტუმროებში სამი ათასამდე ადამიანი იმუშავებს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს სასტუმრო არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს და ინვესტორის ერთობლივი მუშაობა.
"მინდა, ვუთხრა ყველა ურწმუნო თომას, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველები გარბიან ქვეყნიდან და არ დებენ ქვეყანაში ინვესტიციებს - თითქმის ყველა კომპანია, რომელიც ამ სასტუმროების მშენებლობაში მონაწილოებს, ქართულია; არიან უცხოელი ინვესტორებიც, რომლებიც აქტიურად ასაქმებენ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში ქობულეთში ერთი პატარა, თუმცა ძალიან ლამაზი უბანი გაშენდება.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ინვესტორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დადებული ყველა პირობა შესრულებული იქნება.













კატეგორია: საუკ. რესტორნ/სასტუმროები | ნანახია: 1291 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar