მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » Sharp პერსონალური კომპიუტერების ბაზარს ტოვებს
12:59 PM
Sharp პერსონალური კომპიუტერების ბაზარს ტოვებს



იაპონური კომპანია Sharp წყვეტს პერსონალური კომპიუტერების წარმოებას, იუწყება რესურსი Nikkei.com. უფრო ზუსტად, საუბარია მხოლოდ x86 მიკროარქიტექტურის პროცესორიან კომპიუტერებზე. კომპანია არ აპირებს მომავალში მსგავსი ნოუთბუქებისა და ნეტბუქების წარმოებას. მსგავსი ტიპის ბოლო პროდუქტი, მინი-ლეპტოპი Mebius PC-NJ70A, წარმოდგენილი იყო 2009 წლის შემოდგომაზე.
საინტერესოა იპაონური ვენდორის მიღწვევები კომპიუტერულ ინდუსტრიაში: 90-იან წლებში კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი და პატარა ნოუთბუქი, ხოლო 2003 წელს შექმნა პირველი ლეპტოპი 3D-დისპლეით.
მომავალში Sharp  პლანშეტური კომპიუტერებისა და ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობების წარმოებას აპირებს. კომპანიის ერთ-ერთი უკანასკნელი ქმნილებაა რიდერი Galapagos-ის ოჯახიდან. გარდა ამისა, იაპონური კომპანია აგრძელებს მუშაობას მინიატურულ კომპიუტერზე Netwalker.


































კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1407 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar