მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » Android 3.0 პლანშეტების ნიმუშები დეკემბრიდან გამოჩნდება
12:58 PM
Android 3.0 პლანშეტების ნიმუშები დეკემბრიდან გამოჩნდება



პირველი პლანშეტური კომპიუტერების საინჟინრო ნიმუშები, რომლებიც Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ იმუშავებს,  მიმდინარე წლის დეკემბერში გამოჩნდება.
აქამდე არსებული ინფორმაციით Android 3.0-ს გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და გაფართოვებული ფუნქციონალი უნდა მიეღო. პლატფორმასთან სამუშაოდ საჭირო იქნება აპარატული უზრუნველყოფა მინიმუმ 512 მბ RAM-ით , გიგაჰერცული პროცესორით და დისპელის დიაგონალით 3,5-დიუმიდან.
პლანშეტების Android 3.0-ით გამოშვებას  ბევრი ცნობილი მწარომოებელი გეგმავს,  კონკრეტულად Acer, ASUS, HTC, Motorola და MSI. სიახლეების დემონსტარაცია CES 2011-ის გამოფენაზეა მოსალოდნელი, რომელიც  ლასვეგასში (ნევადა, აშშ) 6-დან 9 იანვრამდე შედგება.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ კომპანია Google უკვე ფიქრობს Android-ის მეოთხე ვერსიაზე, სავარაუდოდ მისი წარდგენა 2011 წლის მეორე ნახევარში შედგება.
დღევანდელი დღის მონაცემებით Android ერთ-ერთი ყველაზე სწარფად მზარდი მობილური ოპერაციული სისტემაა.







































კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1267 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar