ჩინელმა მწარმოებლები ბაზარზე ფლაგმანური სმარტფონის Nokia
N8-ის "კლონს" ორიგინალზე ადრე გამოიტანენ. ჩინურ მოდელს iZiNN CJ-3
ეწოდება და გარეგნულად ძალიან წააგავს ფინურ აპარატს, რომლის ანონსირება
რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა მაღაზიების დახლებზე ჯერაც არ გამოჩენილა.
"კლონფონი"
3,5 დიუმიანი სენსორული ეკრანით არის აღჭურვილი და არ აქვს აპარატული
კლავიატურა. Nokia N8-ის მსგავსად, HDMI-პორტი ჩინურ მოდელსაც გააჩნია,
თუმცა ფინური ანალოგისგან განსხვავებით, iZiNN CJ-3 Symbian^3-ით არ
იმართება. "კლონს" ორიგინალზე დაბალი ხარისხის კამერა და სანათი აქვს.
iZiNN
CJ-3 მაღაზიაებში, ორიგინალზე ადრე, უკვე ამ თვიდან გამოჩნდება. მისი ფასი
ჯერჯერობით არ ცხადდება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.