მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » კალათბურთელები ბელგიასთან თამაშისთვის ემზადებიან
2:43 PM
კალათბურთელები ბელგიასთან თამაშისთვის ემზადებიან



საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგიის გუნდის დამარცხებას დღეს საღამოს სპორტის სასახლეში შეეცდება. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რიგით მეექვსე შეხვედრას ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. `ც` ჯგუფში სამ გუნდს ერთნაირი ქულათა რაოდენობა დაუგროვდა. ბულგარეთი, ბელარუსი და საქართველო ლიდერები არიან, ბელგიის ნაკრები კი მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ორივე გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზებს. მუხლის ტრამვა აწუხებდა ზაზა ფაჩულიას თუმცა ეროვნული ნაკრების კაპიტანი დღეს სასტარტო ხუთეულში იქნება. საქართველო-ბელგიის შეხვდერა ზუსტად 19 საათზე დაიწყება.








კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1167 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar