"ოპელის"
ბრიტანული ქვეგანყოფილება Vauxhall აგვისტოს ბოლოს 3000 ცხენის ძალის
სიმძლავრის მოტორის მქონე ავტომობილს წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ასეთი
მანქანით ჩვეულებრივ გზებზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება.
პრეზენტაცია
სილვერსტოუნის ტრეკზე შედგება, სადაც ფესტივალი მოეწყობა. ღონისძიებას
სპეციალურ სტუმრებად მრბოლელები ეწვევიან, რომლებიც Vauxhall-ის მანქანებით
გამოდიოდნენ. ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილი დრეგსტერი ბრიტანულ
მწარმოებელსა და Red Victor-ის გუნდს შორის თანამშრომლობის ნიშნად ააწყვეს.
როგორც ცნობილია, "რედ ვიქტორი" დიდ ბრიტანეთში, დრეგ-რეისინგის
შეჯიბრებებში მონაწილეობს. ავტომობილი 1967 წელს გამოშვებული სედან
Vauxhall Victor-ის ბაზაზეა აგებული და 8,8-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი,
"ჯენერალ მოტორსის" მიერ დამზადებული მოტორითაა აღჭურვილი.
ამ
დრეგსტერით Pro Modifield-ის კლასის რბოლებში მონაწილეობა იქნება
შესაძლებელი. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მანქანას 402 მეტრის (მილის
მეოთხედის) დაფარვა 6,5 წამში შეეძლება, ხოლო "გასვლაზე" მისი სიჩქარე 384
კმ/სთ-ს შეადგენს.
ამ მომენტისთვის Pro Modifield-ის კლასში ე.წ.
დრეიგ-რეისინგის ევროპული რეკორდი შვედ მატს ერიკსონს ეკუთვნის - 5,988
წამი და 386,5 კმ/სთ. იგი ასპარეზობს მანქანით, რომელიც 1956 წლის Fორდ
ჩროწნ Victorია-ს ბაზაზეა აგებული. Red Victor-ის წინა მოდელი, ავტომობილი,
სახელწოდებით - Red Victor 2, - მეოთხედი მილის გავლის შემდეგ 320 კმ/სთ
სიჩქარეს ავითარებდა, ხოლო ნულიდან 252 კმ/სთ სიჩქარეს ასეთი ავტო 4,8
წამში ავითარებდა.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)