მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ანტალია
2:12 PM
ანტალია



ანტალია თურქეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია ტურისტებისთვის. ჩვ.წ. -მდე მე-2 საუკუნეში ბერგამის მეფემ, ათალოს II-მ მოითხოვა დედამიწაზე სამოთხის მოძებნა , რათა ახალი, ლამაზი და მდიდარი ქალაქი დაეარსებინა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მთის მწვერვალიდან გადაშლილ მშვენიერ ხედზე აშენდა ახალი ქალაქი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ატალეა (ანტალია) ეწოდა.

ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომლის ცენტრიდანაც საერთაშორისო აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია. ამ კურორტზე დასასვენებლად ბევრი საშუალებაა შექმნილი, მათ შორის რამდენიმე აკვაპარკი. ძველი და ახალი ქალაქების შერწყმის გამო, ანტალიის ქუჩები და მიდამოები საოცრად მიმზიდველია მოგზაურთათვის.

ქალაქი-კურორტი ანტალია ზღვისკენ დაშვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ფიჭვის ხეებით დაფარული ტოროსის მთები ზღვის სარკისებრი წყლისკენ ეშვება. აქ არის ულამაზესი დიუდენის ჩანჩქერი.

თანამედროვე სასტუმროების ქსელი, ბევრი კარგი რესტორანი, ადგილობრივ სტილში გადაწყვეტილი მყუდრო ყავახანები, გასართობი ცენტრები, დისკოტეკები, ბევრი მაღაზია, საერთაშორისო აეროპორტი. ყველაფერმა ამან ქალაქი-კურორტი და თურქული რივიერის ცნობილი დედაქალაქი ანტალია, ტურისტების დასასვენებლად საუკეთესო ადგილად აქცია.

ყოველწლიურად ანტალია უამრავ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილიც კურორტზე ხშირად ჩადის არამხოლოდ დასასვენებლად, არამედ ანტალიის მდიდარი ისტორული მემკვიდრეობისა, ხელოვნებისა და არქიტექტურის გაცნობის მიზნით.










კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 2691 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar