მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » კვარიათში დღეს „ქართული ბლოგინგის დღეები“ იწყება
5:43 PM
კვარიათში დღეს „ქართული ბლოგინგის დღეები“ იწყება

კვარიათში დღეს სტარტს აიღებს რიგით მეორე კონფერენცია ”ქართული ბლოგინგის დღეები”. ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია ”სოციალური მედიის კვლევების და განვითარების ფონდის” მიერ 3 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქში ქართველ ბლოგერებს მოუყრის თავს.

კონფერენციაზე განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ კი, როგორ შეიძლება სოციალურმა მედიამ და ბლოგინგმა ხელი შეუწყოს ქვეყანაში და საზოგადოებაში მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას, მათ შორის ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხებს, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების, დასაქმების და ახალი ბიზნესის შექმნის, წიგნიერების ამაღლების და სხვა მიმართულებებს.  ამ საკითხებთან დაკავშირებით ბლოგერები კონფერენციის ფარგლებში საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ.

კონფერენციის ფარგლებში სოციალური მედიის ექპერტების მიერ ბლოგერებისათვის პროექტების წარმატებულად გასავითარებლად გაზიარებული იქნება რჩევები.

გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში ბათუმში გახსნილი - ”იუსტიციის სახლის” დათვალიერება და კონცეფციის პრეზენტაცია, განახლებული სარფის საბაჟოს დათვალიერება, განახლებული ბათუმის ბულვარის, ასევე მაღალმთიანი აჭარის დათვალიერება.





კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1549 | დაამატა: allfile | ტეგები: qartuli, ბლოგინგი, blogingi, kvariati, kartuli, ქართული, blog, კვარიათი, blogging | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar