მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » მიხეილ სააკაშვილი აშშ–ში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს
12:22 PM
მიხეილ სააკაშვილი აშშ–ში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს



შეერთებული შტატების კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტნიორი ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატებისგან პირისპირ შეხვედრებზე მიიღო.
სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ის პირისპირ შეხვდა კონგრესის წევრებს, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან.
ქვეყნის პირველმა პირმა მოლაპარაკება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან გამართა. დანიელ იოჰანესთან შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოსა და ათასწლეულის კორპორაციას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ქვეყანაში განხორციელებული ეფექტური რეფორმებისა და ფონდის პროექტების წარმატებით განხორციელების გამო, მილენიუმმა გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო და უკვე მეორედ, საქართველოს ახალ დახმარებას გამოუყოფს.
პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა კონგრესმენ კრისტოფერ სმიტს "რესპუბლიკური პარტიიდან", რომელიც წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრი, ასევე კონგრესის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წევრია. მათ პირისპირ საუბრისას ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. კონგრესმენმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიქან ენთერფრაიზში" სიტყვით გამოვიდა. დაწესებულების მიწვევით, ის დაგეგმილ კონფერენციას დაესწრო. მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას 15 წუთის განმავლობაში უსმენდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, კორუფციის შემცირებასა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში გატარებულ პოლიციის რეფორმასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერაზე.
ინსტიტუტის გადაწყვტილებით, კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი ექსპერტების წინაშე სწორედ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, სადაც მილენიუმის პროექტები ყველაზე წარმატებულად მიმდინარეობს.
დღეს საქართველოს პირველი პირი გარდაცვლილი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალის გახსნას აშშ–ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად დაესწრება, რომელიც თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის სხვა ლიდერებიც მიიღებენ.














კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1294 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar