მთავარი » 2010 » დეკემბერი » 2 » OnLive MicroConsole - ის ღირებულება100 დოლარს შეადგენს
9:56 PM
OnLive MicroConsole - ის ღირებულება100 დოლარს შეადგენს


კომპანია OnLive თავისი კომპიუტერული და ვიდეოთამაშების სერვისისათვის  MicroConsole-ის გაყიდვებს იწყებს. სისტემა OnLive, რომელიც  წინა წლის შემოდგომაზე იქნა წარმოდგენილი, ვებ-სერვერების მასივს თამაშების შენახვისა და გაშვებისათვის იყენებს. გამოსახულების ტრანსლირება  ინტერნეტის მეშვეობით ვიდეონაკადის ფორმატში ხდება. ასევე სერვისი რეაგირებს მომხმარებლის ბრძანებებზე რეალურ დროში. ეს იძლევა საშუალებას  დაბალი მონაცემების მქონე მოწყობილობებზეც კი  მაღალი სისტემური მოთხოვნების მქონე თამაშებით ვითამაშოთ.
დღემდე OnLive-ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების მფლობელთათვის. ბაზარზე MicroConsole-ის გამოჩენის შემდეგ კი სერვისით სარგებლობა უკვე ტელევიზორითაც გახდება შესაძლებელი: ერთადერთი, რაც მომხმარებლებს დაჭირდება ეს იქნება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
"მიკროკონსოლი” აღჭურვილია ციფრული HDMI ინტერფეისით და აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა. ქსელთან დასაკავშირებლად აქვს Ethernet-კონტროლერი; ამას გარდა, დეველოპერებმა მოწყობილობაში გაითვალისწინეს ორი USB-პორტი პერიფერიების მისაერთებლად — მაგალითად, კლავიატურა და თაგვი. მოწყობილობასთან ერთად კომპლექტში შედის უკაბელო ჯოისტიკი. კონსოლის ზომებია 124×81×22, წონა –250 გრ.
MicroConsole-ზე შეკვეთების მიღება ნოემბრიდან დაიწყო, ხოლო შემკვეთებისათვის მიღება 2 დეკემბერს დაიწყება. მოწყობილობის ფასი  $100 შეადგენს; თამაშების ყიდვა მომხმარებელს  4 დან 50 დოლარამდე დაუჯდება.

















კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1462 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar