მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ფეხბურთის გულშემატკივრების უსაფრთხოება დაცული იქნება
9:21 PM
ფეხბურთის გულშემატკივრების უსაფრთხოება დაცული იქნება



ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე თბილისის მერია, ფეხბურთის ფედერაცია და საპატრულო პოლიცია ერთად იზრუნებენ.

7 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები ეროვნულ სტადიონზე ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრაზე 52 ათასამდე გულშემატკივარს ელოდებიან.

საპატრულო პოლიციას მერიის მიერ შემუშავებული გეგმა გადაეცა, რომლის თანახმად მატჩის მსვლელობისას გადაიკეტება სტადიონის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ათენიდან დაბრუნდნენ, სადაც მათ ბერძნებთან გამართეს შეხვედრა. გამარჯვებამდე ქართველებს ზუსტად 18 წუთი დააკლდათ. შეხვედრა ქართული გუნდის უპირატესობით დაიწყო. მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ბერძენ მცველთა შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ბერძენთა შეტევებს თემურ ქეცბაიას გუნდი კონტრშეტევებით პასუხობდა. საბოლოოდ, 72-ე წუთზე, ნიკოლაუს სპიროპოლუსმა ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტურის შემდეგ ”ეფ” ჯგუფში ხორვატია ლიდერობს.





კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1219 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ფეხბურთის გულშემატკივრების უსაფრთხო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar