მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » 150-მდე ინდმეწარმე დააკავეს
9:13 PM 150-მდე ინდმეწარმე დააკავეს | |
150-მდე ინდმეწარმე დააკავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობდა. სამართალდამცველთა მოქმედების ძირითადი ადგილი სავაჭრო ცენტრები `კიდობანი`და `პასაჟი`იყო. ინდმეწარმეების ნაწილი სახლებში დააკავეს, ნაწილი საბაჟოებზე, ნაწილი კი დაკითხვის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბური დაპატიმრებები ინდმეწარმეებისა და კომპანია `ტრანს-კარგოს` საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც თურქეთიდან მეწარმეების კუთვნილი ტვირთი გადმოქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადამზიდავ კომპანიაში ყალბდებოდა სასაქონლო დოკუმენტები, რის შედეგადაც ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა. სპეცოპერაციის შემდეგ მოვაჭრეებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |