მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ლეიბორისტები სააკაშვილის დაპატიმრებას ითხოვენ
9:02 PM
ლეიბორისტები სააკაშვილის დაპატიმრებას ითხოვენ



ლეიბორისტულმა პარტიამ საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მოთხოვნით სარჩელი გაგზავნა.

სარჩელის შინაარსი პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს მედიას გააცნო და განაცხადა, რომ მათ ამით ხალხის შეკვეთა და თავისი დანაპირები შეასრულეს.

`სარჩელში ჩამოთვლილი ფაქტები და ბრალდებები მართლაც შემზარავია. კერძოდ,  ტერორიზმი, მასობრივი მკვლელობები, თავდასხმა მშვიდობიან ობიექტებზე, ქალაქებზე, სოფლებზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ოპოზიციაზე, ახალგაზრდობის მასობრივი მოსპობა, პოლიტპატიმართა მთელი არმია და მათი წამება. ვფიქრობთ, რომ სამართლიანმა სასჯელმა არ უნდა დააყოვნოს,`- განაცხადა  შალვა ნათელაშვილმა.



კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1090 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ლეიბორისტები სააკაშვილის დაპატიმრებ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar