მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » მეცნიერებმა უძველესი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი აღმოაჩინეს
7:50 PM
მეცნიერებმა უძველესი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი აღმოაჩინეს



მეცნიერებმა 2 მილიარდი წინანდელი გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, ყველაზე ძველ მრავალუჯრედიან ორგანიზმებს უკუთვნის.

აფრიკაში, გაბონში აღმოჩენილი ნაშთების შესასწავლად მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფია, სპექტომეტრიული და ქიმიური ანალიზები გამოიყენეს. შედეგად კი დაადგინეს, რომ მათ წინაშე უცნობი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ნაშთები იყო.

სავარაუდოდ, ამ არსებების ბრტყელი, საცეცებით შემოსაზღვრული სხეულის სიგრძე 7-იდან 120 მმ-მდე იყო. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ აღმოჩენილი არსებები ნამდვილად მრავალუჯრედიანი ორგანიზმები არიან, თუმცა ამ მოსაზრებას ყველა მკვლევარი არ იზიარებს.

აღმოჩენის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს არსებები დედამიწის ატმოსფეროს ჟანგბადით გაჯერებისთანავე გაჩნდნენ, რაც 2,4 მილიარდი წლის წინ მოხდა. არადა, აქამდე ვარაუდობდნენ, რომ მრავალუჯრედიანი პირველი ორგანიზმები გაცილებით გვიან, 1,5 მილიარდი წლის წინ წარმოიშვნენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1062 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მეცნიერებმა უძველესი მრავალუჯრედიან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar