მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ბუცი, მესი, რონალდო და... ენდელაძე
1:02 AM
ბუცი, მესი, რონალდო და... ენდელაძე


ბარსელონაში ლიონელ მესის ევროპის ლიგების საუკეთესო ბომბარდირის "ოქროს ბუცი" გადაეცა. შარშანდელ სეზონში არგენტინელმა პრიმერა დივიზიონში 34 გოლი გაიტანა. მართალია, ევროპაში მესიზე მეტი გოლი "აიაქსის" ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გაიტანა (35), მაგრამ ესპანური ლიგის გოლები მეტი კოეფიციენტით ითვლება, ვიდრე ჰოლანდიისა, ამიტომაც ევროპის ბომბარდირად არგენტინელი გამოცხადდა. მესიმ უკან ჩამოიტოვა "უდინეზეს" შემტევი ანტონიო დი ნატალე (29 გოლი) და "რეალის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი (27).

მესი მეორე არგენტინელია, რომელმაც "ოქროს ბუცი" დაიმსახურა, პირველი "ჩიროლა" იასალდეა, რომელმაც 1973-74 წლების სეზონში ლისაბონის "სპორტინგის" მაისურით 30 მატჩში 46 გოლი გაიტანა. "ბარსელონას" ფეხბურთელმა "ოქროს ბუცი" მეორედ მოიგო, პირველი ბარსელონელი ბრაზილიელი რონალდო იყო, რომელმაც 1996-97 წლების სეზონში 34 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, რონალდომდე, წინა სეზონში ევროპის საუკეთესო ბომბარდირი... ქართველი ზვიად ენდელაძე გახდა, რომელმაც "მარგვეთში" სეზონში 40 გოლი გაიტანა, თუმცა ქართველი ბომბარდირისთვის პრიზი არ გადაუციათ, არადა მფლობელთა სიაში ახლაც ირიცხება.
გაგაცნობთ "ოქროს ბუცის" ბოლო ხუთ მფლობელს: 2009. დიეგო ფორლანი (ატლეტიკო) - 32 გოლი; 2008. კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი) - 31; 2007. ფრანჩესკო ტოტი (რომა) - 26; 2006. ლუკა ტონი (ფიორენტინა) - 31; 2005. ტიერი ანრი (არსენალი) - 25.

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ მისი თანამემამულე ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებულ "ოქროს ბუცს" იმსახურებს და ლეო ამ ტიტულს კიდევ ბევრჯერ მოიგებს, რადგან სულ 23 წლისაა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

























კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1314 | დაამატა: allfile | ტეგები: Ronaldo, მესი, mesi, bucci, endeladze, Messi, buci, ბუცი, ენდელაძე, რონალდო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar