მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა
4:18 PM
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებაში. 23 სექტემბერს კი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე ის სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ასამბლეის მსვლელობისას გაეროს გენერალური მდივნის სახელით სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურებისათვის გაიმართება სადილი, აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელსაც  მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

შტატებში ვიზიტისას დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1149 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar