მთავარი » 2010 » სექტემბერი » 8 » ინფორმაცია ქალაქ ბათუმის შესახებ
9:40 PM
ინფორმაცია ქალაქ ბათუმის შესახებ

პირველად დასახელება "ბათუმი"-ს წერილობითი მოხსენიება გვხვდება არისტოტელეს ნაშრომებში, ჩვენი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში. უძველესი ბათუმი, როგორც კოლხიდის დასახლება, მდებარეობდა მდინარე ყოროლისწყლის შენაკადთან და მისი გადმონაცვლება სამხრეთისაკენ მოხდა XVIII-XIX საუკუნეებში, რაც ძირითადად განპირობებული იყო თანამედროვე ბათუმის სახარბიელო მდებარეობით და ღრმაწყლიანი უბეთი, რომელიც იძლეოდა დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალებას.

უძველეს წარსულში ამ ადგილას წარმოქმნილი ქალაქი, ქსენოფონტესა და აპოლონ როდოსელის მონაცემებით, კარგად იყო ცნობილი ანტიკური მსოფლიოსათვის. ძველად ახლანდელი ბათუმის ტერიტორია და მასთან ახლოს მდებარე რაიონები იყო ლეგენდარული კოლხიდის ნაწილი, რომლის სახელი ცნობილი იყო უძველეს ახლო აღმოსავლეთისა და ეგეოსის კულტურაში.

ამისი დასტურია ანტიკური მითოსი არგონავტების შესახებ, ძველბერძნული წერილობითი წყაროები, რომლებიც მოგვითხრობენ რკინისა და ლითონის პირველაღმომჩენ კოლხურ ტომებზე, ასევე მრავალი საიუველირო, თიხის და ლითონის ნაწარმი. ქალაქი იყო კოლხური სიძლიერის ბასტიონი. ეპოქების მანძილზე ამ ადგილზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მრავალი განსაცდელი გადაიტანა, როგორც სტიქიური უბედურებები, ასევე ბევრი სისხლიანი ომი და ოსმანური იმპერიის სამასწლიანი ბატონობა. უკანასკნელად თურქებმა დაიპყრეს ბათუმი XVII საუკუნეში.

1878 წლის 25 აგვისტოს ქალაქი ბათუმი აჭარასთან ერთად დაუბრუნდა დედასამშობლო-საქართველოს. XIX საუკუნის ბოლოს ბათუმში წარმატებით ვითარდებოდა ვაჭრობა და წარმოება. 1883 წელს ბათუმი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისსა და ბაქოს. ამ პერიოდში ბათუმს ჰქონდა პორტოფრანკოს სტატუსი. 1885 წელს დასრულდა ბათუმის ნავსადგურის რეკონსტრუქცია. აშენდა იმ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაბრიკები და ქარხნები.

ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი ღრმაწყლიანი უბის არსებობამ XIX საუკუნის ბოლოს განაპირობა ბათუმის ნავსადგურის გარდაქმნა მსოფლიო მნიშვნელობის ნავსადგურად, საიდანაც ხდებოდა ბაქოს ნავთობის ექსპორტირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 1888 წელს ბათუმს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.


ქალაქის პირველი მერი იყო კ. გავროვსკი. დღესდღეობით ბათუმის ტერიტორია არის 1775,9 ჰექტარი, ხოლო მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს მიახლოებით 138 ათას ადამიანს. ქალაქი არის აჭარის - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის დედაქალაქი. აქ ჰარმონიულად არის შერწყმული შესანიშნავი კლიმატური პირობები, ლამაზი ბუნება და უნიკალური კულტურული ღირშესანიშნაობები.

ბათუმის პეიზაჟები ულამაზესი მთების ფონზე არავის არ ტოვებს გულგრილს. ვისაც კი დაუნახავს ბათუმის სანაპირო ზღვიდან, აღნიშნავს, რომ იგი არის ერთ-ერთი ულამაზესი მსოფლიოში. ქალაქის ტერიტორია, ჩაფლობილი მაგნოლიებისა და აგავების სიმწვანეში, სხვადასხვა ფორმისა და ფერის ყვავილები, ასევე ქალაქის არქიტექტურა განუმეორებლად თავისებურს ხდის ბათუმს და სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში.

ბათუმის ნავსადგური არის საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე და მის სტაბილურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული არა მარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს კეთილდღეობა.

ქალაქ ბათუმსა და ბათუმის ნავსადგურს საერთო ისტორია აქვთ. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ისტორია თავის სათავეებს ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იღებს, როცა ადრიან მე-3 მმართველობის პერიოდში ბათუმის ნავსადგური იყო რომაელების სავაჭრო ქსელის ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. სწორედ მაშინ წარმოიქმნა დედაქალაქის დასახელება სიტყვა "ბათუსისაგან", რაც ნიშნავს "ღრმა". ასე მონათლეს ეს ქალაქი ძველბერძენმა და რომაელმა მეზღვაურებმა.

და მართლაც, ბათუმის უბე არის ერთერთი ყველაზე ღრმაწყლიანი შავ ზღვაზე. ბათუმი და მისი ნავსადგური ერთმანეთისაგან განუყოფელი მცნებაა. ნავსადგური უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ქალაქის ცხოვრებით. იგი ღებულობს აქტიურ მონაწილეობას ქალაქის განახლების ყოველ პროცესში და არის მისი მთავარი სპონსორი მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სოციალური საკითხების პროგრამებში. ბათუმი საქართველოს საზღვაო დედაქალაქია.



მასალის წყარო: http://www.batumiport.com






















კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1503 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar