მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » კაშიამ ჰაპოელში ითამაშა
11:47 AM
კაშიამ ჰაპოელში ითამაშა
02:15 19-07-2010
თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი შოთა კაშია ისრაელშია და რამათ განის "ჰაპოელში" გადის ტესტირებას. ჩვენებური პირველივე საკონტროლო თამაშში გამოსცადეს. რამათგანელები რაანინას "ჰაპოელს" ამხანაგურ მატჩში სტუმრად გაეჯიბრნენ და როგორც მათი ვებგვერდი იტყობინება, 2:1 მოიგეს. კაშიამ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა მარჯვენა ფრთაზე და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა.

ხვალ, 20 ივლისს რამათ განის "ჰაპოელი" მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება. თუ კაშიას ავსტრიაში წაიყვანენ, მაშინ დიდი შანსია მისი ტრანსფერი შედგეს. ავსტრიაში გასამგზავრებულთა ვინაობას 19 ილისს დაასახელებენ.

დაბოლოს, ისრაელის მთავარი ლიგის გასულ სეზონში რამათ განის "ჰამოელმა" მე-14 ადგილი დაიკავა. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი შლომი დორა გახლავთ. რაც შეეხება შოთა კაშიას, მან გასული სეზონი თბილისის "დინამოში" ჩაატარა, კლუბთან საკონტრაქტო ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.
ambebi.ge




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1139 | დაამატა: web-world | ტეგები: კაშიამ ჰაპოელში ითამაშა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar