მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » ლუკაშენკომ სააკაშვილთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ კოალიცია გამორიცხა
2:42 PM
ლუკაშენკომ სააკაშვილთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ კოალიცია გამორიცხა

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopediaბელორუსის
პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვინმეს წინააღმდეგ მიმართული არ
ყოფილა.

ლუკაშენკო და სააკაშვილი ერთმანეთს უკრაინაში, ვიქტორ
იანუკოვიჩის 60 წლის იუბილეზე შეხვდნენ. ამასთან, 15 ივლისს ბელორუსის
ტელევიზიამ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ წარმოადგინა, სადაც ის მინსკს
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების არაღიარებისთვის მადლობას
უხდის, მოსკოვს კი "გაურკვეველი მოთხოვნების" გამო აკრიტიკებს.

"უქმეებზე
მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. სააკაშვილთან ქვეყანაში არსებულ
სიტუაციაზე ვესაუბრე, მან კი საქართველოში მიმიწვია. ეს შეხვედრა ვინმეს
წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა", - განუცხადა პარასკევს ლუკაშენკომ
ჟურნალისტებს.

ბელორუსის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების
ზეწოლაზეც ისაუბრა: "დღეს ბელორუსი წნეხის ქვეშაა. ისინი ფიქრობენ, რომ ვერ
გავუძლებთ და იმავე საშუალებებით ვუპასუხებთ. მაინც არაფერი გამოუვათ".
ლუკაშენკოს აზრით, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ბელორუსზე ზეწოლა
საპირისპირო ეფექტს იძლევა.

"უბრალოდ, საწყენია, რომ ამას
ჟურნალისტები კი არა, შენივე კოლეგები აკეთებენ. შეკვეთა ვის ეკუთვნის და
საიდან მოდის, კარგად ვიცი, მაგრამ ჩვენ ამ სიბინძურეს სიბინძურითვე არ
ვუპასუხებთ… არ მინდა, რუსმა ხალხმა იფიქროს, რომ ჩვენ მათ საწინააღმდეგო
პოლიტიკას ვატარებთ. ჩვენ ლანძღვას არ დავიწყებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მომზადებულია
newsgeorgia.ru-ს მიხედვით.









კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1333 | დაამატა: allfile | ტეგები: კოალიცია, ლუკაშენკო, ალექსანდრ ლუკაშენკო, lukaschenko, lukashenko, newsgeorgia.ru | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar