მთავარი » 2010 » აპრილი » 6 » საქართველოს მოკლე ქრონოლოგია
8:14 PM
საქართველოს მოკლე ქრონოლოგია



ძვ. წ. 1112 -  ტიგლათფილესერის ლაშქრობა ჩრდილოეთით, „სიენის დატყვევება";
ძვ. წ. 750 -  სარდურ II-ის ლაშქრობა კოლხაში;
ძვ. წ. 676 -  ფრიგიის სამეფოს განადგურება;
ძვ. წ. 590 -  ურარტუს განადგურება;
ძვ. წ. 401 -  ბერძენ მოქირავნეთა რაზმის სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქართველი ტომების ტერიტორიაზე გასვლა;
ძვ. წ. 65 -  პომპეუსის ლაშქრობა ქართლში;
ძვ. წ. 83 -  აჯანყება კოლხეთში მითრიდატეს წინააღმდეგ;
36 -  მარკუს ანტონიუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში;
35 -  ქართლის ჯარის შეჭრა სომხეთში ფარსმანის მეთაურობით;
63 -  კოლხეთის შესვლა უშუალოდ რომის იმპერიის შემადგენლობაში;
69 -  ანიკეტის აჯანყება;
131 -  ფლავიუს არიანეს მოგზაურობა შავიზღვისპირეთში;
134 -  ფარსმან II-მ ალანები შეუსია რომს და პართიას;
141-144 -  წლებს შორის, ფარსმან II-ის ვიზიტი რომში;
325 -  ნიკეის საეკლესიო კრება;
326 -  ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში (ეკლესიის თვალსაზრისით);
337 -  ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში (ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისით);
465 -  გუბაზ I-ის ჩასვლა კონსტანტინოპოლში;
482 -  ვარსქენის მოკვლა. აჯანყების დაწყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით;
502 -  სამგორის ბრძოლა;
523 -  მეფობის გაუქმება ქართლში;
523 -  წათეს ხელახალი გაქრისტიანება და გამეფება;
542 -  „დიდი ომიანობის" დაწყება;
549 -  „დიდი ომიანობის" განახლება;
550 -  ხურიანეს ლაშქრობა ლაზიკაში. აბაზგების აჯანყება;
554 -  გუბაზ II-ის მკვლელობა;
555 -  მისიმიელების აჯანყება;
562 -  „დიდი ომიანობის" დასასრული;
608 -  საეკლესიო განხეთქილება ქართველებსა და სომხებს შორის;
627 -  თბილისის ალყა ბიზანტილებისა და ხაზარების მიერ;
628 -  ხაზართა მიერ თბილისის აღება;
654 -  „დაცვის სიგელი";
688 -  ბიზანტიელთა ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში;
697 -  არაბების დასავლეთ საქართველოში გადასვლა;
717 -  ბიზანტიელთა ლაშქრობა ეგრისში;
735 -  მურვან-ყრუს ლაშქრობა საქართველოში;
764 -  ხაზართა ლაშქრობა ქართლში;
772-773 -  ნერსეს დაბრუნება სახალიფოში;
786 -  აბო თბილელის სიკვდილით დასჯა;
826 -  აშოტ კურაპალატის მკვლელობა;
853 (5/VII) -  ბუღა თურქმა აიღო თბილისი;
888 -  ადარნასე ბაგრატიონმა მიიღო „ქართველთა მეფის" ტიტული;
914 -  აბულ-კასიმის ლაშქრობა;
922-957 -  გიორგი II აფხაზთა მეფე;
975 -  ბაგრატ III-ის დასმა ქართლში მმართველად;
978-1014 -  ბაგრატ III;
979 -  დავით კურაპალატი დაეხმარა ბასილი II-ს;
1001 -  დავით კურაპალატის გარდაცვალება;
1008-1010 -  კახეთ-ჰერეთის შემოერთება ბაგრატ III-ის მიერ;
1008 -  გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალება;
1014-1027 -  გიორგი I;
1021 -  შირიმნის ბრძოლა;
1023 -  ზავი საქართველო-ბიზანტიას შორის;
1027-1072 -  ბაგრატ IV;
1028 -  ბიზანტიელთა ლაშქრობა საქართველოში;
1032 -  ამირა ჯაფარის შეპყრობა;
1037-1039 -  თბილისის ალყა ბაგრატ IV-ის დროს;
1064 -  თურქ-სელჩუკთა პირველი ლაშქრობა საქართველოში;
1068 -  თურქ-სელჩუკთა მეორე ლაშქრობა საქართველოში;
1071 -  მანასკერტის ბრძოლა;
1072-1089 -  გიორგი II;
1073 -  ფეოდალთა აჯანყება გიორგი II-ის წინააღმდეგ;
1080 -  „დიდი თურქობა";
1083 -  გიორგი II-მ ხარკი იკისრა;
1089-1125 -  დავით IV აღმაშენებელი;
1099 -  ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. დავით IV-მ შეუწყვიტა ხარკი თურქ-სელჩუკებს;
1104 -  რუის-ურბნისის საეკლესიო კრება;
1104 -  ერწუხის ბრძოლა;
1106 -  გელათის დაარსება;
1110 -  სამშვილდის განთავისუფლება;
1115 -  რუსთავის განთავისუფლება;
1117 -  გიშის განთავისუფლება;
1118 -  ლორეს განთავისუფლება. ყივჩაყების გადმოსახლება;
1121 (12/VIII) -  დიდგორის ბრძოლა;
1122 -  თბილისის განთავისუფლება;
1123 -  დმანისის განთავისუფლება;
1124 -  ანისისა და შარვანის დაკავება;
1125-1156 -  დემეტრე I;
1130 -  შეთქმულება დემეტრე I-ის წინააღმდეგ;
1138 -  განძის აღება;
1155 -  დავით V-ის გამეფება;
1156-1184 -  გიორგი III;
1177 -  დემნა უფლისწულის აჯანყება;
1178 -  თამარის თანამოსაყდრედ დასმა;
1178-1213 -  თამარ მეფე;
1179 -  საგანგებო კრება, რომელზეც მიიღეს კანონი ქურდებისა და ავაზაკების წინააღმდეგ;
1184 -  თამარის ხელმეორედ კურთხევა. დიდგვაროვანთა გამოსვლა „უგვაროთა წინააღმდეგ";
1188 -  თამარის ქორწინება დავით სოსლანზე;
1195 -  შამქორის ბრძოლა;
1202 -  ბასიანის ბრძოლა;
1204 -  ტრაპიზონის იმპერიის შექმნა;
1206 -  დავით სოსლანის გარდაცვალება. ლაშა გიორგის თანამოსაყდრედ დასმა;
1210 -  ქართველების ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში;
1213-1223 -  გიორგი IV;
1220 -  მონღოლების პირველი გამოჩენა საქართველოში;
1223-1245 -  რუსუდანი;
1225 -  გარნისის ბრძოლა;
1226 -  ჯალალ ად-დინმა აიღო თბილისი;
1243 -  ზავი მონღოლებსა და ქართველებს შორის;
1247 -  დავით ულუსა და დავით ნარინის დაბრუნება თბილისში;
1247-1270 -  დავით ულუ;
1247-1293 -  დავით ნარინი;
1254-1256 -  საყაენოს აღწერა;
1260 -  დავით ულუს აჯანყება;
1263 -  საქართველოს საეკლესიო კრება;
1266 -  სამცხის გამოყოფა;
1270-1289 -  დემეტრე II;
1289-1292 -  ვახტანგ II;
1302-1308 -  ვახტანგ III;
1314-1318 -  გიორგი VI მცირე;
1318-1346 -  გიორგი V ბრწყინვალე;
1346-1360 -  დავით IX;
1360-1393 -  ბაგრატ V;
1386-1403 -  თემურ-ლენგის ლაშქრობები;
1393 -1407 -  გიორგი VII;
1403 -  ზავი თემურ-ლენგსა და გიორგი VII-ს შორის;
1407-1412 -  კონსტანტინე I;
1412-1442 -  ალექსანდრე I;
1416 -  ყარა-იუსუფის ლაშქრობა სამცხეში;
1439-1439 -  ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება;
1442-1446 -  ვახტანგ IV;
1446-1466 -  გიორგი VIII;
1453 -  კონსტანტინოპოლის აღება;
1461 -  ოსმალებმა აიღეს ტრაპიზონი;
1462 -  გიორგი VIII-ს აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი;
1463 -  ჩიხორის ბრძოლა;
1465 -  ფარავნის ბრძოლა;
1466-1478 -  ბაგრატ VI (ქართლ-იმერეთის მეფე);
1476-1511 -  ალექსანდრე I კახთა მეფე;
1478-1505 -  კონსტანტინე II;
1484-1510 -  იმერეთის მეფე ალექსანდრე II;
1490 -  ქართლის სამეფოს დარბაზმა აღიარა საქართველოს დაშლა;
1505-1525 -  დავით X;
1510-1565 -  იმერეთის მეფე ბაგრატ III;
1511-1513 -  ავ-გიორგი;
1518-1574 -  ლევან კახთ ამეფე;
1520 -  ყიზილბაშების ლაშქრობა ქართლში;
1525-1527 -  გიორგი IX;
1527-1556 -  ლუარსაბ I;
1535 -  მურჯახეთის ბრძოლა;
1541-1554 -  შაჰ-თამაზის ლაშქრობები ქართლში;
1545 -  სოხოისტას ბრძოლა;
1555 -  ამასიის ზავი;
1556 -  გარისის ბრძოლა;
1556-1600 -  სვიმონ I;
1569 -  ყიზილბაშებმა დაატყვევეს სვიმონ I;
1574-1605 -  ალექსანდრე II კახთა მეფე;
1579 -  ჩილდირის საფაშოს შექმნა;
1582 -  მუხრანის ბრძოლა. აჯანყება სამცხეში;
1585 (28/IX) -  „ფიცის წიგნის" დადება;
1589 -  „წყალობის წიგნი";
1590 -  ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის;
1595 -  „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" შექმნა;
1599 -  გორის განთავისუფლება;
1600 -  ოსმალებმა დაატყვევეს სვიმონი;
1600-1606 -  გიორგი X;
1603 -  აბას I-მა ომი დაუწყო ოსმალეთს;
1604-1639 -  გიორგი III-ის მეფობა იმერეთში;
1606-1648 -  თეიმურაზ I-ის მეფობა კახეთში;
1606-1614 -  ლუარსაბ II;
1609 -  ტაშისკარის ბრძოლა;
1611-1657 -  ლევან II დადიანი;
1614-1617 -  შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში;
1616-1619 -  ბაგრატ-ხანი;
1622 -  აბას I-ის ბრძანებით მოკლეს ლუარსაბ II;
1624 (12/IX) -  ქეთევან დედოფლის წამება;
1625 (25/III) -  მარტყოფის ბრძოლა;
1625 (1/VII) -  მარაბდის ბრძოლა;
1626 -  ბაზალეთის ბრძოლა;
1626-1629 -  ნიკიფორე ირბახის ელჩობა ევროპაში;
1633-1658 -  როსტომ-ხანი;
1639-1660 -  ალექსანდრე III-ის მეფობა იმერეთში;
1642 -  შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ;
1648 -  როსტომმა კახეთიდან გააძევა თეიმურაზი;
1653 -  თეიმურაზმა თავისი შვილიშვილი, ერეკლე გააგზავნა რუსეთში;
1656 -  კახეთი ჩამოართვეს როსტომს და გადასცეს განჯის ხანს;
1658-1675 -  ვახტანგ V-ის მეფობა ქართლში;
1660 -  ბახტრიონის აჯანყება;
1662 -  შაჰის ბრძანებით აწამეს ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები;
1664-1674 -  არჩილის მეფობა კახეთში;
1675-1688 -  გიორგი XI-ის მეფობა ქართლში;
1688-1703 -  ერეკლე I-ის მეფობა ქართლში;
1703 -  ვახტანგის ჯანიშინობა;
1705 -  მოსკოვში დაიბეჭდა „დავითიანი";
1709 -  თბილისში გაიხსნა სტამბა;
1709-1722 -  დავით II (იმამ-ყული-ხანი) კახეთის მეფე;
1714-1716 -  სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში;
1716 -  ვახტანგი გამაჰმადიანდა და დაინიშნა ქართლის მეფედ;
1719 -  ვახტანგ VI დაბრუნდა ქართლში;
1721-1752 -  ალექსანდრე V იმერეთის მეფე;
1722-1732 -  კონსტანტინე II (მაჰმად-ყული-ხანი) კახეთის მეფე;
1723-1735 -  „ოსმალობა";
1737-1747 -  „ყიზილბაშობა";
1745 (1/X) -  თეიმურაზი ეკურთხება ქართლის მეფედ;
1751 (28/VII) -  ყირბულახის ბრძოლა;
1752 (IX) -  ერეკლემ დაამარცხა აჯი-ჩალაბი;
1752-1784 -  სოლომონ I იმერეთის მეფე;
1754 -  მჭადიჯვრის ბრძოლა;
1755 -  ყვარლის ბრძოლა;
1757 (14/XII) -  ხრესილის ბრძოლა;
1758 -  ხელშეკრულება თეიმურაზ II-ს, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის;
1759 -  საეკლესიო კრება იმერეთში;
1762 -  თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგში. ერეკლე II გახდა ქართლ-კახეთის მეფე;
1765 -  შეთქმულება ერეკლეს წინააღმდეგ;
1767 -  თურქეთმა იმერეთი ცნო მფარველობაში მყოფ სამეფოდ;
1768-1774 -  რუსეთ-თურეთის ომი;
1770 (20/IV) -  ასპინძის ბრძოლა;
1772 -  ანტონ კათოლიკოსისა და ლევან ბატონიშვილის ელჩობა რუსეთში;
1773 -  ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა აღადგინეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება;
1774 -  მორიგე ჯარის შემოღება;
1782 (21/XII) -  ერეკლემ მფარველობაში მიღება სთხოვა ეკატერინე II-ს;
1783 (24/VII) -  გეორგიევსკის ტრაქტატი;
1784 (24/I) -  ერეკლე II-მ ხელი მოაწერა ტრაქტატს;
1785 -  ომარ-ხაის შემოსევა;
1789 -  იმერეთის შემოერთების საკითხი განიხილა ქართლ-კახეთის სამეფოს დარბაზმა;
1790 -  „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა";
1791 -  კანონი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ;
1792 -  ერეკლე II-მ საუფლისწულოები გამოუყო შვილებს;
1795 (11/X) -  კრწანისის ბრძოლა;
1798-1800 -  გიორგი XII;
1800 (18/XII) -  პავლე პირველის მანიფესტი;
1801 (12/IX) -  ალექსანდრე I-ის მანიფესტი;










კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1775 | დაამატა: allfile | ტეგები: mokle, grdzeli, saqartvelo, kronologia, ქრონოლოგია, qronologia, sakartvelo, მოკლე, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar