მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 25 » მუსიკალური კონკურსები
1:34 PM
მუსიკალური კონკურსები
 

საზღვარგარეთ მცხოვრებთ მინდა ვკითხო… მართლა, გულწრფელად მაინტერესებს…

სხვა ქვეყნებშიც ასეთი აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ისეთი საერთაშორისო ან ნახევრად-საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, როგორიც ევროვიზია ან იურმალაა?

ვერ ვხვდები, აი მართლა ვერ ვხვდები… რატომ იცვლება ხოლმე მოულოდნელად მთელი ქვეყნის ცხოვრების ტემპი მსგავს კონკურსზე რომელიმე ქართველის წარგზავნისას? - მოულოდნელად, ყველა საინფორმაციო გამოშვება, გაზეთი თუ ყვითელი ჟურნალი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს და წერას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ქუჩაში - ყველა ამ მორიგ კონკურსს არჩევს…

ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ხდება ხოლმე რატომღაც მსგავს კონკურსში გამარჯვება… უბრალოდ არ მესმის… ვინმემ რომ გვკითხოს, ანტი-რუსულ პოლიტიკას ვატარებთ, ვერ ვიტანთ ამ უზარმაზარ იმპერიას და არსებითად გვძულს. მაგრამ გაიხედავ და - ტელეფონის ნომრებს ისევ „ტრიტსად-პიატ, სოროკ-ვოსემ“-ით ვკარნახობთ ერთმანეთს, დსთ-ს მაინც ვერ ველევით და იურმალას და სლავიანსკი ბაზარის დონის კონკურსებზე კოლექტიურად სახეს ვიხოკავთ…

არც ევროვიზიის გარეთ ვრჩებით ხოლმე - რამოდენიმე თვით ადრე ვემზადებით მსოფლიოს მიერ ყველაზე უაზრო, არაობიექტურ და არამუსიკალურ კონკურსად აღიარებული კონკურსისთვის. შემდეგ კი, თუ ვერ გავიმარჯვეთ - პოლიტიკურ ვითარებას ვაბრალებთ ყველაფერს, ჩვენც ვაღიარებთ, რომ კონკურსანტები შესრულების დონის მაგივრად, დროშის ფერების მიხედვით ფასდებიან (თუ გავიმარჯვეთ - ეს თეორია მომენტალურად უქმდება) და თავს ვიიმედებთ, რომ „სამაგიეროდ ჩვენი შემსრულებელი ყველას ჯობდა!“ მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომავალ წელს ათმაგი ენთუზიაზმით ვანახლებთ ხოლმე მზადებას…

რათქმაუნდა, ძალიან კარგია, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებას აღწევს. ნამდვილად არ მჭირს პარანოია, არ გამოვდივარ განცხადებებით „რა-დროს-იურმალაა-როცა-ხალხს-შია“ და მესმის, რა როლს თამაშობს საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში მსგავს კონკურსებში ჩვენი ქვეყნის წარმატებული გამოსვლა; როგორ უწყობს ეს ყველაფერი ხელს ქვეყნის ცნობადობის და იმიჯის ამაღლებას, და, შესაბამისად - ტურისტების და ინვესტორების მოზიდვას.

მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ზომა! ოფიციალური პირები და პრეზიდენტი (!) არ უნდა იყვნენ ამ დონეზე გათქვეფილი იურმალასა და ევროვიზიის კონკურსის სამზადისში! კიდევ მესმის, რომ რომელიმე მართლაც ღირებული და ღირსეული ჯილდოს მოპოვება მიულოცოს პრეზიდენტმა გამარჯვებულ ხელოვანს, შეხვდეს ოლიმპიურ ჩემპიონს ან მეცნიერებაში მიღწეული წარმატება აღუნიშნოს თანამემამულეს…
თუმცა, ისევ და ისევ იმჰო, პრეზიდენტმა საერთოდ არც უნდა წარმოთქვას დადებით კონტექსტში ისეთი სიტყვები, როგორიც „იურმალა“ და „სლავიანსკი ბაზარია“…
ტეხავს რა უბრალოდ… ტეხავს! © რადიო 105!
 
 
 
 
 




კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1700 | დაამატა: allfile | ტეგები: მიხეილ სააკაშვილი, ახვევის დროა, ტელევიზია, იურმალა, პრეზიდენტი, მუსიკალური კონკურსები, რადიო 105, საქართველო, სლავიანსკი ბაზარი, ევროვიზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar