მთავარი » 2009 » სექტემბერი » 29 » აქემენიანთა იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) - ქრ.შ-მდე 558-330
3:12 PM
აქემენიანთა იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) - ქრ.შ-მდე 558-330
 
 
 
 

ასურეთის იმპერიის განადგურების შემდეგ (ქრ.შ-მდე 614-612) იწყება სპარსული ტომების დომინირება ახლო აღმოსავლეთში. დინასტიის დამფუძვნებელი აქემენი მეთაურობდა, სპარსული ტომების გაერთიანებას. ქრ.შ-მდე 558 წელს აქემენელთა სამეფოს სათავეში ჩაუდგა აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (558-530). რომელმაც 550 წელს დაამარცხა მიდიელები და შემოიერთა ერთ დროს არსებული მიდიის უზარმაზარი ტერიტორიები. 539 წელს კიროსმა დაიპყრო ბაბილონი. ამ პერიოდში ბაბილონში ბევრი ძალით გადმოსახლებული ებრაელი ცხოვრობდა, კიროსმა ებრაელები თავის სამშობლოში დააბრუნა . კიროსმა სახელმწიფო სახსრებით აღადგინა იერუსალიმის ტაძარი. ამის გამო ბიბლიაში არცერთ არაებრაელს არ მიეგება ისეთი პატივი როგორც კიროსს.

კიროსმა შეძლო ერთმანეთთან შეერწყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს ჩვეულებები. მან სათავე დაუდო დიდ სპარსულ იმპერიას. დიდგვაროვანი ბელადები სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ. კიროს II-ის მემკვიდრის კამბიზ II - ის(530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა. რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე. ამ იმპერიაში შედიოდა სპარსულ იმპერიამდე გაცილებით ადრე შექმნილი სახელმწიფოები ( მცირე აზიის ოლქები, ელამა, ბაბილონი, სირია , ფინიკია , ეგვიპტე. ) და მეორეს მხრივ გაცილებით დაბალ საფეხურზე მყოფი არაბული და სკვირთული ტომები . ამ მიზნით დაპყრობილ ქვეყნეში სახელმწიფო მმართველობის სისტემის შექმნისას სპარსელები დიდ პრობლემებს წააწყდნენ. თუმცა მათ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწმიაღწიეს. თავდაპირველად კიროსმა და კამბიზმა შეინარჩუნეს ადგილობრივი მმართველობის სისტემა. მაგრამ შემდგომი მმართველების დროს დაპყრობილ ქვეყნებში გამოვლინდა სეპარატისტული ტენდეციები ამიტომ იძულებულები გახდნენ განეახლებინათ რეფორმები. დარიოს I - მა (522-486) მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები ჩაატარა. რამაც დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა. მოაწესრიგა გადასახადების აკრეფა და დაპყრობილ ქვეყნებში სამხედრო კონტიგენტი გაზარდა. დარიოს I-ის დროს მიმდინარეობდა დაპყრობილი ხალხების კანონების კონდიფიკაცია. დარიოს I-ის დროს სახელმწიფო დაიყო ადმინისტრაციულ საგადამხდელო ოლქებად, რომელსაც სატრაპები ეწიდა. სატრაპების საზღვრები ხშირად ემღხვეოდა იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების საზღვრებს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ჩამოთვლის 20 სატრაპს და 70 ეთნიკურ ჯგუფს რომლებიც აქემენდთა იმპერიაში ცხოვრობდნენ.

მე 19 სატრაპში შედიოდა კოლხეთის სამეფოს სამხრეთი ნაწილი რომელიც აქემენდებმა უშუალოდ დაიმორჩილეს.კოლხეთის სამეფო ამ პერიოდში განაგრძობდა დამოუკიდებელ არსებობას აქემენიანებს კი ძღვენს უგზავნიდა ყოველწლიურად 100 ბიჭს და 100 გოგოს. აქემენდებს ემორჩილებოდა სამხრეთით მდებარე ქართული მიწები. ხოლო ჩრდილოეთში მყოფ ხალხს აქემენიანებთან მცირე ვალდებულებეი ჰქონდათ.

ახალი ადმინისტრაციული ოლქების სათავეში იდგნენ სატრაპები ამ თანამდებობებზე სპარსელები ინიშნებოდნენ. დარიოს I-მა ერთმანეთისგან გამიჯნა სატრაპების და მხედარმთავრების ფუნქციები. სატრაპები სამოქალაქო ფუნქციებსაც ასრულებდნენ. მხედარმთავრები კი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ.

აქემენიანთა იმპერია ემყარებოდა ჯარს. ამიტომ ქვეყანა დაყოფილი იყო სამხედრო ტოპარქიებად რომელთა რაოდენობა ხშირად იცვლებოდა მაგრამ მათი რაოდენობა ყოველთვის ჩამორჩებოდა სატრიპების რაოდენობას. ჯარში ძირითადად მსახურობდნენ სპარსელები და მიდიელები, ჯარი შედგებოდა კავალერიის და ქვეითი ნაწილებისგან. კავალერიის რეკურტირება ხდებოდა დიდგვაროვნებისაგან კავალერიის კი მიწათმოქმედებისგან.

დარიოს I-მა თავი მეფედ მეფედ და მთელი ქვეყნიერების მეფედ გამოაცხადა. მართლაც სპარსელთა ბატონობა იმ პერიოდში ვრცელდებოდა მთელ მაშინდელ ცივილიზირებბულ სამყაროზე. მხოლოდ ბერძნული პოლისები ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.

ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბოლოდ იქცა აქემენიანთა სატახტო ქალაქი პერსეპოლისი,ეს ქალაქ სასახლე აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ ტერასზე და დაჰყურებდა დაბლობს.თითქმის მიწასა და ზეცას შორის იყო გამოკიდებული.ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე რომელიც მორთული იყო 33 ხალხის რელიეფით რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან . უზარმაზარი კარიჭო ხსნიდა გზას აპადანისაკენ იმდროისთვის ყველაზე დიდ სასახლისკენ. დარბაზში 10 000 კაცი ეტეოდა. პერსეპოლისში ინახებოდა იმპერიის საგანძური. ქალაქიდან კი გადიოდა უამრავი გზები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გზების ყოველ 20 კმ ში იყო სასტუმრო და საფოსტო სადგური იყო.კიროს II-ის დროიდან სახელმწიფო კანცელარიაში იყენებდნენ არამეულ ენას. რომელზეც ლაპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთში მოსახლე მრავალრიცხოვანი სემიტური ტომები. დარისოს II-ის რეფორმების შემდეგ ეს ენა ოფიციალურად იქცა კანცელარიების ენად.

ქრ.შ-მდე V საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული ქალაქები აქემენიანებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ბევრი იყო აჯანყებები.აქემენიანებს მიაჩნდათ რომ თავიანთი იმპერიის განსამტკიცებლად საჭირო იყო ბალკანეთის ნახევარკულის დაპყრობა. რომელზეც ბერძნული ახალშენები მდებარეობდა მათგან ყველაზე განვითარებული იყი ათენი და სპარტა. აქემენიანთა მონარქმა ქსერქსემ(486-465) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამ 490 წელს მარათონთან ბრძოლისას, 480 წლის სალამინის საზღვაო ბრძოლაში, 479 წლის პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათ საბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე. ქრ.შ-მდე 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება . მაგრამ ამის შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს.
 
აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა,სახელმწიფო გადატრიალებებმა,დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა,სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერეია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქეს მაკედონიას ძვ.წთ.აღ 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა. აქემენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. იმპერიის დამხობა გარდაუალი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს აურაცხელი სიმდიდრე და ჯარი ჰყავდა .
 
 
 
 
 
 




კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 5126 | დაამატა: allfile | ტეგები: ქრ.შ-მდე, აქემენიანთა, 330, აქემენიანთა ბრძოლა, სპარსული, 558, დიდი, იმპერია, ალექსანდრე მაკედონელთან, აპადანას კიბე | რეიტინგი: 4.3/6
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar