მთავარი » 2009 » ივნისი » 3 » Microsoft Mobile - მობილური ივნისში გამოვა
4:20 PM
Microsoft Mobile - მობილური ივნისში გამოვა
 
 
 

კორპორაცია Microsoft-ი მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ეკრანის მქონე სმარტფონს, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით.

 

როგორც პრესისთვის გახდა ცნობილი ახალი პროდუქტი 2009 წლის ივნისში ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის. როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, ახალი სმარტფონი გაყიდვების რაოდენობით გადააჭარბებს  iPhone 3G-სა და  Palm Pre-ს.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ახალი პროდუქციის შექმნას Microsoft-ი კომპანია Verizon-თან ერთად გეგმავს. ამის შესახებ სპეციალურ პრეს-კომფერენციაზე ისაუბრეს Microsoft-ის წარმომადგენლებმა. თუმცაღა, შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ახალი სმარტფონი 2011 წელს უნდა გამოჩენილიყო ბაზარზე.

როგორც ცნობილი გახდა, სმარტფონის სახელი იქნება Pink-ი. იგი დაფუძვნებული იქნება Windows Mobile-ის პლატფორმაზე. ახალ სმარტფონს ექნება უახლესი ფლეერი Microsoft Zune, რომელიც დატვირთული იქნება უახლესი მულტიმედიური ფუნქციებით.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ,  Microsoft-ის მიერ ატეხილი ,,განგაში” შესაძლოა ცრუ აღმოჩნდეს. ამის ფიქრის საფუძველს იძლევა ამ კოორპორაციის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცახდება, რომ 2009 წლის თებერვალში ბაზარზე ახალი სმარტფონი გამოჩნდებოდა Nvidia-ს პლატფორმაზე, თუმცაღა აღნიშნული აპარატი არ გამოსულა.
 
 
 
 
 




კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1448 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar