მთავარი » 2009 » მაისი » 4 » სოკოს სალათი “დელიკატესი”
4:49 PM
სოკოს სალათი “დელიკატესი”
 

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრ. ახლად მოკრეფილი სოკო, 5 ცალი კვერცხი, 100 გრ. ყაბაყი, 200 გრ. ბადრიჯანი, 100 გრ. მცენარეული ზეთი, 2 ს/კ მარილი, წიწაკა გემოვნებით, 3 ს/კ ძმარი, 1 ს/კ შაქარი, მწვანილი.


მომზადების წესი:

სოკო მოხარშეთ, შეაგრილეთ და დაჭერით მოგრძო, თხელ ნაჭრებად. ყაბაყი გაწმინდეთ ქერქისგან და თესლისგან, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთის ნაწილში. ბადრიჯანი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთში. მოხარშეთ კვერცხი, გაფრცქვენით, გადაჭერით თავი, ფრთხილად ამიღეთ გული, ისე, რომ ცილა არ დააზიანოთ, გული დაჭერით პატარა ოთკუთხედ ნაჭრებად. გაგრილებული პროდუქტები შეაერთეთ, შეკმაზეთ ზეთის, წიწაკის, ძმრის და მარილის ნარევით. მზა სალათით ამოავსეთ მოხარშული კვერცხის ცილა.

ულუფების რაოდენობა 4 

მომზადების დრო 35 წუთი.
 
 
 
 
 




კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2102 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar