მთავარი » 2009 » აპრილი » 13 » ღორის ჩაბასტურმებული მწვადი
10:34 PM
ღორის ჩაბასტურმებული მწვადი
 
                

 
მსუქანი ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავდოთ თიხის, მინანქრის ან ფაიფურის ჭურჭელში. დავაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დავასხათ ძმარი, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ რამოდენიმე საათით (შეიძლება ერთი დღე და ღამეც). შემდეგ ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მზად იქნება, მოვაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი და სუფრასთან მივიტანოთ. შეგიძლიათ ბროწეულიც მოაყაროთ.




კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2080 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar