მთავარი » 2009 » მარტი » 24 » ნაგავი
4:05 PM
ნაგავი


მზადების პროცესშია ჩემი მომდევნო ფილმი. დოკუმენტური, ეს ფილმი მოგვითხრობს საქართველოს დანაგვიანების პრობლემის შესახებ.

… გამოდის ”ბიძა” მაღაზიიდან, ნაგვის ყუთი ორ მეტრშია, ის კი ჩეკს და სიგარეტის კოლოფის ქაღალდს ყრის ძირს. ყრის კი არა - უბრალოდ ხელს უშვებს, თავისით დაეცემა… რაც ყველაზე საინტერესოა - ამ დროს ეს კაცი უცოდველია, ვინაიდან არ ესმის, რომ ასე არ უნდა მოიქცეს.

საქართველოში გვაქვს: სტიქიური სანაგვეები, ბინძური ქუჩები, თბილისში - გლდანის და რუსთავის მოწამლული ჰაერი (სანაგვეები იწვის)

საქართველოში არ გვაქვს: უტილიზაციის დანადგარები, ეკოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამა, დიდი ქალაქების ტერიტორიის გარეთ სანაგვე ყუთი

რაშია ჩვენი ასეთი უკულტურობის მიზანი? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? რა კეთდება ან რა უნდა გაკეთდეს?

გამიზიარეთ თქვენი აზრი, დამეხმარეთ ამ საკითხების გადაწყვეტაში…





კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1446 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar