7:46 AM ტაქსისტების ისტორიები | |
ერთხელ ჩავჯექი ტაქსში, ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში მივიჩქაროდი, თუმცა როგორც ყოველთვის მოვყვები მანქანების ” საცობში ” . ლაპარაკის თავი მე კი არ მქონდა, მაგრამ ალბათ სიჩუმისგან გადაღლილმა ტაქსისტმა დამიწყო საუბარი, რაღაც საინტერესოზე დაიწყო ლაპარაკი და მეც ავყევი. ხოდა მეუბნება: add new history
ადამიანი ბერდება და სულ მიდის ხელიდანო.. დავინტერესდი ამ განცხადების მიზეზით და თურმე სავსებით საფუძვლიანად იძახდა. ლილოს დასახლებასთან ახლოს კვლავ ” საცობში ” მოყოლილი და ნერვებ დაწყვეტილი იდგა თავისთვის ეს ტაქსისტი თავისი მანქანით , უცებ მანქანამ საშინელი რყევა “განიცადა” და დიდი შეჯახების ხმა იყო, გადმოხტა გაგიჟებული ტაქსისტი ვაიდა ტრაილერმა დამარტყაო და მივარდა მისი მანქანის უკანა მხარეს. მაგრამ რას ხედავს: ვიღაც ქალბატონი ორი თავისზე დიდი პარკით შესჯახებია მის მანქანას , ( შეგახსენებთ მანქანა უძრავად იდგა საცობში ) ქალი ისევ ისე იწვა როგორც მორბოდა ძირს, პარკებს ძლიერად ჩასჭიდებოდა და ფეხებიც ზევით ქონდა აშვერილი. ცოტა ხნის შემდეგ ძლივს ვაი ვაგლახით წამოაყენეს ქალბატონი და მისი განცხადებით ისეთი სისწრაფით მოდიოდა მანქანა რომ აღარ გაეცალა მან შეჩერება ვეღარ მოასწრო და პირდაპირ შეეჯახა. ანუ იგი ტაქსისტს ადანაშაულებდა. ყველაფერი რომ დამთავრდა ტაქსის ჯერიც დადგა, როგორც ამ კაცმა მითხრა მისი მანქანის უკანა მხარე მთლიანად გამოუცვლია ისე შეჯახებია და უკანა შუშა მაშინაც ჩამტვრეული ქონდა როდესაც მე ვიჯექი იმ ტაქსში. ( რაღაც ფურგონი ოპელი იყო ) … ასე რომ უფრთხილდით მოხუც გზაზე მორბენალ ქალბატონებს მძღოლებო, თორემ შეიძლება ეს თქვენთვის სავალალოდ დასრულდეს
Add new history ძალიან საინტერესო ტაქსისტები გვხვდებიან ამ ბოლო დროს…და აი კიდევ ერთი ტაქსისტთან დაკავშირებული ისტორია,რომელიც გუშინწინ პირადად მე გადამხდა… | |
|
სულ კომენტარები: 0 | |