მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » ხელოვნება თუ ტექნიკა?
5:43 PM
ხელოვნება თუ ტექნიკა?
 

                                                                      

 

ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე

ადამიანური შესაძლებლობები ვითარდება, მეცნიერებაც პროგრესირებს,
შესაბამისად ამ ყველაფერს კინემატოგრაფიისათვისაც არ ჩაუვლია გულცივად ,
ამიტომ ყოველ წელს ეკრანებზე გამოდის უფრო მეტი ფილმი ვიდრე გასულ წელს. სპეცეფექტები აფართოვებს რეჟისორების და ოპერატორების შესაძლებლობებს. მათ შეუძლიათ აჩვენონ ყველაფერი რაც არის სამყაროში და ისიც რაც არ არი და არც არასოდეს ყოფილა. სპეცეფექტების საშუალებით შეიძლება სიზმრების და ხილვების ეკრანზე ჩვენება, სამყაროს დანახვა საკუთარი ფანტაზიით, აჩვენო სხვისთვის შეუცნობელი, აქცენტების სწორად დალაგების შემთხვევაში მიახწევ მაყურებლის სწორად აღქმას სურათისა.


სპეცეფექტებით აღფრთოვანება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგანაც ეს ის ინსტრუმენტია, რომლის გარეშეც თანამედროვე კინო არ არსებობს. სპეცეფექტი ფილმს ხდის უფრო ნათელს, შევსებულს, დამამახსოვრებელს, მოქმედს. ეს არის კაუჭი, რომელიც კინემატოგრაფის პროგრესმა გამოგვიწოდა და სამწუხაროდ უამრავი თანამედროვე რეჟისორი წამოეგო. იმიტომ რომ კარგი, შთამბეჭდავი ფილმი სპეცეფექტების გარეშეც მშვენიერი და სრულყოფილია. ფილმს თუ მოვხსნით კომპიუტერულ გრაფიკას და შევუნარჩუნებთ პირველყოფილ სახეს და ზეამოცანა არ დაირღვევა, მაშინ ნახვად ღირს, მაგრამ თუ გრაფიკის გარეშე ფილმი დაემსგავსება საბავშვო სიყალბეს, ბრმა და არასაინტერესო სანახაობას მაშინ კაპიკია ასეთი სურათის ფასი.


სამწუხაროდ ფილმში სპეცეფექტებით შექმნილი სილამაზით აღფრთოვანებულ ადამიანებს ავიწყდებათ მთავარი: ეკრანზე მიმდინარე მოვლენის თანაგანცდა. იკარგება სიმართლის ხარისხი და რწმენა რასაც უყურებ იმის უტყუარობის, იკარგება ინტერესი. ფილმი შეიძლება შემოსო ლამაზად, მყვირალა ფერებით, ძვირფასი ეფექტებით, მაგრამ ნანახის შემდეგ ნაკვალევსაც კი არ დაგიტოვებს სულში, გული არ აგითრთოლდება და გონების დაძაბვაც კი არ დაგჭირდება. ღირს ასეთი ფილმების ყურება? ყველამ თავისი საქმის თვითონ იცის, მაგრამ თუ კინემატოგრაფიას ვთვლით კულტურის ნაწილად, მაშინ გამოსავალი ერთია...





კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 1501 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar