მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » შეიქმნა ახალი ნოუთბუქი ოთხ ბირთვიანი პროცესორით
9:12 AM შეიქმნა ახალი ნოუთბუქი ოთხ ბირთვიანი პროცესორით | |
კომპანია XtremeNotebooks, რომელიც მდებარეობს ნევადაში, გამოუშვა ახალი ნოუთბუქი ოთხ ბირთვიანი პროცესორით.
ნოუთბუქში შეგიძლიათ ორი ტიპის ბირთვები ჩადგათ: Intel Core 2 Quad Q6600 და Q6700.
აგრეთვე პლატას აქვს მხარდაჭერა Intel Core 2 Duo E6700 და Core 2 Extreme X6850 მხარდაჭერის.
კომპიუტერს აქვს 17 დიუმიანი მონიტორი, რომლის გაფართოებაც არის 1680 x 1050 და 1920 x 1200 პიქსელი.
ოპერატიული მეხსიერება კი შეადგენს 4 გბ-ს. აქვს მყარი დისკის ჩასადგამი 3 პორტი, თითოეულში შეიძლება ჩაისვას 250 გბ-იანი ვინჩესტერი.
ნოუთბუქს აქვს Xtreme 917-V ვიდეოსისტემა, რომელსაც აქვს Nvidia GeForce Go 7950 GTX და Nvidia GeForce 8700M GT-ის მხარდაჭერა.
მყარი დისკის და ვიდეოკარტის გაგრილებას ემსახურება ვენტილიატორების ცალკე სისტემა.
მთლიანი ნოუთბუქის წონა ელემენტის გარეშე 5 კგ-ია, ელემენტი კი 1 საათზე გათვლილი. XtremeNotebooks Xtreme 917-V ნოუთბუქის ყიდვა შეიძლება კომპანიის საიტზე.
საბაზო მოდელის ფასი $2900-ია, ხოლო უმაღლესი კონფიგურაცია 10 000 დოლარს ცდება.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |