მთავარი » 2008 » დეკემბერი » 29 » ელიტური პარფიუმერია
1:15 AM
ელიტური პარფიუმერია
 
ტერმინი "ელიტური პარფიუმერია" ხშირად გვხდება პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტში. ხშირად ელიტარულს უწოდებენ სუნამოს ან ოდეკოლონს სარეკლამო მიზნით, თუმცა მათ ნამდვილ ელიტასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სიტყვა Elite ფრანგულიდან თარგმანში ნიშნავს - საუკეთესოს. ელიტური პარფიუმერია არის რჩეული არომატები, კომპოზიციები, ყველაზე ჰაეროვანი საშუალებები, სურნელის სრულიად განსხვავებული ახალი ვარიაციები, რომლებსაც წლობით ამუშავებენ ცნობილი და ნიჭიერი პარფიუმერები. ელიტური პარფიუმერიის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ უახლოესი ტექნოლოგიები, ძვირფასი, ზოგჯერ სრულიად უჩვეულო ინგრედიენტები.

გასაოცარი, ამაღელვებელი და აღმაფრთოვანებელი არომატის მისაღებად იყენებენ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიან კომპონენტებს, რაც თავისთავად განსაზღვრავს ნაწარმის ფასს.

ელიტური პარფიუმერია მიეკუთვნება უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ამიტომ მისი ფასი საკმაოდ მაღალია. ელიტურ პარფიუმერიას გამოარჩევს ასევე მსოფლიოში ცნობილი ბრენდის სახელი. პარფიუმის სახელს ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როგორც ხარისხის გარანტს. ელიტარული კლასის პარფიუმერებს მიეკუთვნება მაგ.:

  • Chanel გამოირჩევა უზადო სტილით 
  • Estee Lauder ელეგანტურობა და დახვეწილობა 
  • Christian Dior მოდის კლასიკა. ყოველთვის ზუსტად შეესაბამება მოდელიერის შექმნილ იერს 
  • Giorgio Armani განსაზღვრავს მგრძნობიარობას და სინაზეს 
  • Lancome ჯადოსნური და საიდუმლო 
  • Valentino ქორფა და ნაზი 
  • Yves Saint Laurent თავისუფლება და თვითდაჯერებულობა

ყველა ზევით ჩამოთვლილი ბრენდი წარმოადგენს მშვენიერი და პოპულარული სუნამოების შემქნელს. ელიტარული კლასის პროდუქტი არის პარფიუმერული ხელოვნების შედეგი, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.

პარფიუმის მაღალ კლასს მიეკუთვნება ფირმები MEXX, Marina De Bourbone, Salvadore Dali და სხვა. ისინი ხშირად უშვებენ ახალ კომპოზიციებს, წარმატებულად ახდენენ არომატებში ახალი ნოტების გამოყოფას.

ელიტარული პარფიუმერიის მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენს ფლაკონი. მის დიზაინს ქმნიან ნამდვილი, თავისი საქმის პროფესიონალი მხატვრები. ფლაკონი არამარტო შეფუთვის საშუალებაა, არამედ ფუფუნების საგანი. სასიამოვნოა მათი მოხმარება და უბრალოდ ყურება.





კატეგორია: ქალებისთვის | ნანახია: 1991 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar