მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » გამოკითხვის თანახმად, რუსი ქალები აღმოსავლეთ ევროპაში სექსუალურად ყველაზე აქტიურები არიან
0:08 AM
გამოკითხვის თანახმად, რუსი ქალები აღმოსავლეთ ევროპაში სექსუალურად ყველაზე აქტიურები არიან


გამოკვლევამ, რომელიც ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ინიციატივით ჩატარდა, აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში სექსუალურად ყველაზე აქტიური ქალები რუსები არიან. მამაკაცებს შორის ყველაზე აქტიურებად რუმინელები დაასახელეს. გამოკითხვის თანახმად, რუს ქალებს სექსი თვეში 12,7-ჯერ აქვთ, რუმინელ მამაკაცებს კი - 12,4-ჯერ. ამასთან, რუსი მამაკაცების მესამედს ერექციასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. კვლევა ცხრა ქვეყანაში ჩატრდა (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი სლოვაკეთი უკარინა, რუსეთი, ისრაელი და თურქეთი).

გამოკითხვის მიზანი მოსახლეობის სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარკვევა იყო. გამოკითხვის მონაწილეები სექსს საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევდნენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სექსისგან მიღებული კმაყოფილება მთლიანად, ცხოვრებით კმაყოფილებას უკავშირდება.

"გამოკითხვამ "სექსუალური ჯანმრთელობა და საერთო მდგომარეობა" აჩვენა, რომ სექსუალური კმაყოფილება ბედნიერების შეგრძნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ის საერთო თვითშეფასებასა და გუნება-განწყობას ამაღლებს", - განაცხადა ებრაელმა სპეციალისტმა არიკ შეხტერმა.

სექსუალური ცხოვრებით ყველაზე კმაყოფილები თურქი (გამოკითხულთა 54%) და ებრაელი (50%) მამაკაცები აღმოჩნდნენ, ქალთა შორის კი - ებრაელები (44%) და პოლონელები (43%).














კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1592 | დაამატა: allfile | ტეგები: ukraina, rumineti, israeli, chekheti, Pfizer, ruseti, slovaketi, turqeti, ungreti, poloneti | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar