მთავარი » 2010 » დეკემბერი » 31 » შიდსით დაავადებული განკურნეს
2:14 PM
შიდსით დაავადებული განკურნეს


Ambebi.Geშიდსით დაავადებული პაციენტის განკურნება ექიმებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც მას CCR5-32 გენეტიკური მუტაციის მქონე დონორის ძვლის ქსოვილი გადაუნერგეს.
ოპერაციიდან 38 თვის შემდეგ ექიმებმა პაციენტის ორგანიზმში იმუნოდეფიციტის კვალიც კი ვეღარ აღმოაჩინეს.

ტიმოტი ბრაუნი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ოპერაცია 2007 წელს ლეიკემიის გამო ჩაუტარდა.

მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დონორის მუტირებულმა CD4 უჯრედებმა, რომელსაც აივ-ისადმი წინააღმდეგობის უნარი შესწევს, მთლიანად შეცვალა ბრაუნის ანალოგიური უჯრედები, რამაც ვირუსის სიკვდილი გამოიწვია. ასეთი მუტაცია ევროპეოიდული რასის წარმომადგენელთა 5-14%-ს აქვს.

ამგვარი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც პაციენტს აივ ინფექციასთან ერთად სისხლის კიბო აქვს და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდება.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)














კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1517 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar