მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » H1N1-მა მუტაცია განიცადა
3:53 PM
H1N1-მა მუტაცია განიცადა



H1N1 ვირუსმა მუტაცია განიცადა. "ღორის გრიპის" ახალი ტიპი უკვე გავრცელდა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სინგაპურში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

"საჭიროა დამატებითი გამოკვლევა იმის დასადგენად, რამდენად მომაკვდინებელია ახალი ვირუსი და როგორ მოქმედებს მასზე უკვე არსებული ვაქცინა. შეძლებს თუ არა არსებული ვაქცინა მუტანტი-ვირუსისგან ადამიანის დაცვას" - განაცხადეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გრიპის კონტროლისა და გამოკვლევების ცენტრში.

ამ მუტაციამ შესაძლოა გრიპის არსებული ვაქცინის იმაზე სწრაფად განახლება მოითხოვოს, ვიდრე ნავარაუდევი იყო. 

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის ახალი ტიპი უფრო ძლიერი და მომაკვდინებელია. ახალი გრიპის პირველი ნიშნები წელს სინგაპურში გაჩნდა, მოგვიანებით კი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.  ამ ქვეყნებში უკვე აცრილი ადამიანები დასნეულდნენ. 


მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.


































კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1268 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar