მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » იტალიელი ექიმები სარგებლის მისაღებად ოპერაციებს ჯანმრთელ ადამიანებს უკეთებდნენ
8:43 PM
იტალიელი ექიმები სარგებლის მისაღებად ოპერაციებს ჯანმრთელ ადამიანებს უკეთებდნენ



მილანში რვა იტალიელი ექიმი სამედიცინო აუცილებლობის გარეშე ოპერაციებს ატარებდა. როგორც გაზეთი "La Repubblica" იუწყება,  წმ. რიტას საავადმყოფოს ექიმებმა დაახლოებით 80 ოპერაცია სამედიცინო აუცილებლობის გარეშე, სარგებლის მისაღებად ჩაატარეს. ოპერაციის დროს ექიმები პაციენტს ჯანმრთელ შინაგან ორგანოებს ჭრიდნენ.

ექიმებმა 88 წლის ქალბატონს ქირურგიული ოპერაცია სამჯერ გაუკეთეს, როცა ერთი ოპერაციის გაკეთებაც საკმარისი იყო. თითო ოპერაციაში ექიმები 12 ათას ევროს იღებდნენ.  ამასთან 5 არასაჭირო ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა.

პაციენტებს ინტენსიური მკურნალობის კურსი იმისთვის დაუნიშნეს, რომ სამედიცინო ცენტრისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუფსიდია გაემართლებინათ.

კლინიკის წამყვან კონსულტანტს პიერ პაოლა ბრეგ მასონეს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ემუქრება. მასონეს ადვოკატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

ამ ფაქტმა იტალიის ჯანდაცვის სისტემის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა. მედიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ინციდენტი იტალიის ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს დაუკავშირა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
























კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1294 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar