მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » Travel+Leisure–ის მკითხველებმა ბანკოკი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დაასახელეს
1:57 PM
Travel+Leisure–ის მკითხველებმა ბანკოკი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დაასახელეს


2010 წლის აზიისა და მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად ტაილანდის დედაქალაქი ბანკოკი დასახელდა. ტურისტული ოლიმპის სათავეში, რომელიც ჟურნალ Travel+Leisure–ის მკითხველთა შორის ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე შედგა, ბანკოკი მოხვდა. მეორე ადგილი ტაილანდის კიდევ ერთმა ქალაქმა – ჩიანგ–მაიმ დაიკავა. შემდეგ მოდის ფლორენცია, მექსიკის სან–მიგელ–დე–ალიენდე და რომი.
აზიის საუკეთესო კუნძულად ბალი დასახელდა. მალდივები მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ, ფილიპინების სებუ კი მესამე ადგილს დასჯერდა. ტაილანდის ორმა კუნძულმა – სამიუმ და პხუკეტმა– მეოთხე და მეხუთე ადგილები გაიყვეს. გალაპაგოსის კუნძულები კი შეუდარებელ ადგილად დასახელდა.
ჟურნალის მკითხველებმა გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოში საუკეთესო კომპანია, რომელიც საკრუიზო ხომალდებს ფლობს არის Crystal Cruises. კატეგორიაში – პატარა ხომალდები – გაიმარჯვა The Uachts of Seabourn.
მსოფლიოს საუკეთესო საერთაშორისო ავიაკომპანიად Singapore Airlines დასახელდა. ხოლო საუკეთესო ნაციონალურ ავიაკომპანიად ამერიკული Virgin America იქნა მიჩნეული.
მსოფლიოს საუკეთესო ტუროპერატორად კენიის კომპანია Micato Safaris დასახელდა, რომელიც საფარი–ტურებს უკეთებს ორგანიზებას.
მანქანების გაქირავებაში მსოფლიოს საუკეთესო კომპანიად Hertz დასახელდა. კატეგორიაში „საუკეთესო სპა–კურორტი" მექსიკის Rancho La Puerta Tecate-ამ გაიმარჯვა.













კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1459 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar