მთავარი » 2010 » აგვისტო » 31 » ლეიბორისტების მიმართვა ხელისუფლებას
3:30 PM
ლეიბორისტების მიმართვა ხელისუფლებას


ლეიბორისტული პარტია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ახსნა-განმარტებებს სთხოვს. ოპოზიციურ პარტიას აინტერესებს, იგეგმება თუ არა საავადმყოფოს გასხვისება. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს იოსებ შატბერაშვილმა გამართა. 

`ეს ის რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომელიც უნიკალურია ამიერკავკასიაში არამარტო შენობით და აპარატურით, არამედ მედპერსონალით. ეს საავადმყოფო, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე გაყიდულია, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი მისი გაყიდვის შესახებ არ არსებობს,` განაცხადა შატბერაშვილმა.

მისი განცხადებით, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მათი მოთხოვნები შეიცვლება და ისინი დაწესებულების გაყიდვის გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ.













კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1167 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar