მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » შოკოლადის ფონდიუ
7:07 PM
შოკოლადის ფონდიუ



შემადგენლობა:

შავი შოკოლადი -600 გრამი

ნაღების კარაქი -60 გრამი

რძე -75 მლ

შაქრის ფხვნილი -100გ.

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:

6 ცალი კვერცხი

ფქვილი 1 ჭიქა

შაქარი 200 გ.

1 პაკეტი საფუარი

რძე 50გ

ნაღების კარაქი 30გ

მწიკვი მარილი, სეზონზე არსებული ხილი.

აურიეთ ფქვილი და საფუარი. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გული ათქვიფეთ რძესთან, შაქართან და გამდნარ კარაქთან ერთად. დაამატეთ ფქვილი, აურიეთ.

ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად, რომ მიიღოთ ბეზე. ფრთხილად დაამატეთ გულის მასა ცილაში და აურიეთ სილიკონის ჯოხით.

შედგით ბისკვიტი აერღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთი და გამოაცხვეთ.

დატეხეთ შოკოლადი, მოათავსეთ კერამიკულ ჯამში. დაამატეთ ცხელი რძე, შაქრის ფხვნილი და კარაქი, აურიეთ.

დადგით ქვაბზე, რომელშიც დუღს წყალი. მასა მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.

ხილი გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად.

შოკოლადის მასა დადგით სპეციალურ სადგარზე და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.

ცალკე მიიტანეთ შემშრალი ხილი და ბისკვიტი.










კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1492 | დაამატა: allfile | ტეგები: მწიკვი მარილი, შავი შოკოლადი, საფუარი, კვერცხი, რძე, ბისკვიტი, ნაღების კარაქი, ფქვილი | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar