მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » გარგარის „სუპი“ ჟოლოთი
6:58 PM გარგარის „სუპი“ ჟოლოთი | |
შემადგენლობა: 0,5 კგ გარგარი; 250 მლ ვაშლის წვენი; 250 მლ გარგარის წვენი; 2 ს/კ შაქარი; 1 ჩ/კ ვანილის ფხვნილი; 100 გ. ჟოლო მომზადება: გარგარი გარეცხეთ, გაყავით შუაზე, მოაშორეთ კურკა. ვაშლის და გარგარის წვენი ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ შაქარი და ვანილი, აურიეთ. ქვაბი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ გარგარი და მოხარშეთ 2 წუთი. გარგარის ნახევარი ამოიღეთ ქაფქირით, დანარჩენი მოხარშეთ კიდევ 2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. ჩაასხით ბლენდერში, ათქვიფეთ პიურეს კონსისტენციამდე. მიღებული მასა შედგით მაცივარში. გადადებული გარგარი დაჭერით წვრილად. ჟოლო გარეცხეთ და გააშრეთ. სუპი დაასხით თეფშებზე, მორთეთ გარგარის ნაჭრებით და ჟოლოთი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |