მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » ბოსტნეულის გარნირი ქოთანში
6:35 PM
ბოსტნეულის გარნირი ქოთანში




ინგრედიენტები

• ტკბილი წიწაკა

• ბადრიჯანი

• ყაბაყი

• სოკო

• პომიდორი

• მწვანე ხახვი

• თავიანი ხახვი

• ოხრახუში, ნიორი

• მარილი

პროდუქტების რაოდენობა აიღეთ გემოვნებით

ტკბილი წიწაკა გაჭერით ორად, მოაშორეთ თესლები, ნახევარი დაჭერით 4-6 ნაწილად და მდუღარე წყალში გააჩერეთ 1-2 წუთი.

ბადრიჯანი დაჭერით 6-8 ნაწილად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი, გარეცხეთ ცივ წყალში, გაწურეთ და თითოეული ნაჭერი კიდევ 3-4 -ად გაჭერით.

ყაბაყი გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით კუბიკებად. ასევე დაჭერით  თავიანი და მწვანე ხახვი ღეროების გარეშე. ახალი სოკო დაჭერით.

წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი და სოკო მოთუშეთ ცალ-ცალკე ზეთში და ულუფებად ჩააწყვეთ თიხის ქოთანში. დაამატეთ ახალი პომიდვრის ნაჭრები, ოხრახუშის ფოთლები და მოთუშეთ თავდახურული აერღუმელში 25-30 წუთი.

გადაწურეთ ბოსტნეულის წვენის ნაწილი, მასში დაამატეთ მარილი და დაჭყლეტილი ნიორი, შეასქელეთ და დაამატეთ უკან ქოთანში.

სუფრასთან მიიტანეთ ცივი ან ცხელი, გარნირად ან დამოუკიდებელი კერძის სახით.













კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1402 | დაამატა: allfile | ტეგები: მარილი, ნიორი, ყაბაყი, ოხრახუში, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, მწვანე ხახვი, სოკო, ბადრიჯანი, თავიანი ხახვი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar