მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » რუსეთსა და საქართველოს შორის სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლა დაიწყო
4:14 PM
რუსეთსა და საქართველოს შორის სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლა დაიწყო

Ambebi.Geთბილისის ცენტრალურმა ავტოვაგზალმა მიკროავტობუსი გაატარა, რომელიც თბილისი-ვლადიკავკაზი-თბილისის მიმართულებით რეისს ასრულებდა. ამის შესახებ "სვობოდნაია გრუზიას" საიტი იტყობინება.

მიკროავტობუს "ფორდ-ტრანზიტს" 15 ადამიანის გადაყვანა შეუძლია და მგზავრები "ყაზბეგი - ზემო ლარსის" სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მიჰყავს. საბაჟოს გავლის შემდეგ მგზავრები სხვა მიკროავტობუსით განაგრძობენ გზას, რომელიც საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით მიემგზავრება.

მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი მძღოლის ინიციატივით აღდგა, რომელმაც შესაბამისი შეთანხმება გააფორმა. მგზავრობის საფასური 100 ლარს შეადგენს.

მომზადებულია svobodnaya-gruzia.com-ს მიხედვით.











კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1222 | დაამატა: allfile | ტეგები: Russia, georgia russia, Way, stop, way.ge, georgia, svobodnaya-gruzia.com, Taxi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar