მთავარი » 2010 » აგვისტო » 29 » ყაჩაღური თავდასხმა გალში
1:54 PM
ყაჩაღური თავდასხმა გალში



გამთენიისას ყაჩაღური თავდასხმა მოხდა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მოსახლეობაზე. კრიმინალები ჯერ გურამ გურგულიას ოჯახს დაესხნენ თავს, შემდეგ კი მათ საშველად მისული მეზობლების ოჯახებშიც შევიდნენ და რამდენიმე ოჯახი ერთდროულად დაარბიეს.

დარბევისას თავდამსხმელებმა ცეცხსასროლი იარაღიც გამოიყენეს. შედეგად სამი დაჭრილი ზუდიდის საავადმყოფოში აფხაზური მხარის დახმარებით გადმოიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაცია უტარდება, მას შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.

საბერიოში თავდასხმის შემდეგ რუსი ოკუპანტებიც მივიდნენ და რამდენიმე ადგილობრივი დააპატიმრეს და ამ დრომდე დაკითხვაზე ჰყავთ.












კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1137 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar