მთავარი » 2010 » აგვისტო » 28 » საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრება
7:14 PM
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  20 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებში. 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე  მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.(აშშ-ა დროით 15.00)

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ასამბლეის მსვლელობისას გაეროს გენერალური მდივნის სახელით სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურებისათვის გაიმართება ლანჩი,  ასევე  აშშ-ს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის  სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელზეც  მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

შტატებში ვიზიტისას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან.







კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1156 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar